Thumbnail

NBA-ის ჩემპიონმა მილუოკი ბაქსმა G ლიგაში სარეზერვო ვისკონსინ ჰერდიდან დაიბრუნა 22 წლის ახალწვეული სანდრო მამუკელაშვილი. მასთან ერთად, ბაქსმა უკან დაიბრუნა ბერძენი ახალწვეული გეორგიოს კალაიცაკისი, რომელსაც ქართველისგან განსხვავებით, კლასიკური კონტრაქტი აკავშირებს გუნდთან და შეზღუდვა არ ეხება და ჯასტინ რობინსონი. 

შეგახსენებთ, რომ სანდრო საუკეთესო იყო ვისკონსინ ჰერდის ბოლო მატჩში - მან 22 ქულა და 10 მოხსნა მოუტანა გუნდს. რობინსონმა 17 ქულა ჩააგდო და 6 პასი გააკეთა, ხოლო კალაიცაკისის მონაგარი 12 ქულა და 6 მოხსნა იყო. მილუოკიში სანდროს 3 ნოემბრის მერე არ უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები