Thumbnail

FIBA განიხილავს სანაკრებო ფანჯრებიდან ერთის გაუქმებს, იმ შემთხვევაში, თუ ევროლიგა ნაკრებში მოთამაშეების გაშვებას დათანხმდება. ინფორმაციის წყარო გერმანული BIG-ია. 

მოგეხსენებათ, ფიბას სანაკრებო პაუზები ახლა საკლუბო სეზონში ნოემბერსა და თებერვალზე მოდის. ვინაიდან ევროლიგასთან შეთანხმება არ შედგა, ევროლიგის კლუბები არ არიან ვალდებულები მოთამაშეები ეროვნულ ნაკრებებში გამოუშვან. ამას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. მაგალითად, თორნიკე შენგელია ბაიერნთან მატჩს ითამაშებს და ჩარტერული რეისით თბილისში გამოფრინდება, რომ 26 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ მსოფლიოს 2023 წლის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში მიიღოს მონაწილეობა. 

ეს ინფორმაცია დაადასტურა გერმანიის კალათბურთის კავშირის პრეზიდენტმა ინგო ვაისმა. ჯერ უცნობია, რომელი ფანჯრის გაუქმებაზე შეჯერდებიან მხარეები. ევროლიგის შეფი ჟორდი ბარტომეუც ემხრობა მხარეებს შორის დუმილის დარღვევას და შეთანხმებას.  

კომენტარები

ბოლო ამბები