Thumbnail

The Best FIFA Football Awards | ნომინანტების სია ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ფიფამ სამი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს ნომინანტები დაასახელა
  • გამარჯვებულთა ვინაობას გაისად 17 იანვარს შევიტყობთ

ფიფამ ტრადიციული გამოკითხვის The Best FIFA Football Awards ნომინანტები დაასახელა, საუკეთესოთა ვინაობას კი მომავალი წლის დასაწყისში გავიგებთ. ყველაზე საინტერესო ნომინაციებში რჩეულთა სიები ასე გამოიყურება.

საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი: კარიმ ბენზემა (რეალი), კევინ დე ბრუინი (სიტი), კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერი), ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი), ჟორჟინიო, ნგოლო კანტე (ორივე – ჩელსი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ნეიმარი (ყველა – პსჟ), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული).

საუკეთესო მამაკაცი მეკარე: ალისონ ბეკერი (ლივერპული), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ედუარ მენდი (ჩელსი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), კასპერ შმეიხელი (ლესტერი).

მამაკაცთა საუკეთესო მწვრთნელი: ანტონიო კონტე (ტოტენჰემი), ჰანს-დიტერ ფლიკი (გერმანიის ნაკრები), პეპ გვარდიოლა (სიტი), რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები), ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები), დიეგო სიმეონე (ატლეტიკო), ტომას ტუხელი (ჩელსი).

აღნიშნული შორტ-ლისტების შედგენაზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობდა, რომელშიც ყოფილი ფეხბურთელებიც იყვნენ. მაგალითისთვის, ხარედ ბორხეტის (მექსიკა), ტიმ კეჰილის (ავსტრალია), ჟერემი ნჟიტაპის (კამერუნი), ჟულიო სეზარის (ბრაზილია), იურგენ კლინსმანის (გერმანია), ალექსი ლალასის (აშშ), ხავიერ მასკერანოსა (არგენტინა) და დავიდ ტრეზეგეს (საფრანგეთი) დასახელებაც კმარა.

პრემიის მფლობელთა ვინაობას გამოკითხვა გამოავლენს, რომელიც 10 დეკემბრამდე გასტანს, გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი კი გაისად 17 იანვარს დასახელდება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის გამარჯვებულები რობერტ ლევანდოვსკი, მანუელ ნოიერი და იურგენ კლოპი გახდნენ.

🤩 Feast your eyes on 2021's #TheBest nominees! Who gets your support? 🏆 🗳️

Posted by FIFA World Cup on Monday, November 22, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები