Thumbnail

'საქართველოს 6 ერში არავინ მიიღებს' - ბრიტანული გამოცემის არასაიმედო პროგნოზი

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • 'თქვენი აზრით, მდიდარი კომპანიების ფანტაზიებში რომელი 'ჯორჯია' ტრიალებს?'
  • CITYA.M. ვრცელ სტატიაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს დიდ ადგილს უთმობს

ბრიტანული გამოცემა CITYA.M. რაგბის გლობალური განვითარების პერსპექტივებზე წერს და მაგალითად საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მოჰყავს, რომელიც დიდი ხანია პრესტიჟულ ტურნირებში (პირველ რიგში, 6 ერში) ჩართვას ითხოვს, თუმცა, მიზნისთვის ვერ მიუღწევია. ბრიტანალების აზრით, ფინანსური საკითხებიდან გამომდინარე, ბორჯღალოსნებს მსოფლიო რაგბიში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება გაუჭირდებათ.

"რაგბის სამყაროსთვის ძალიან რთული 2020 წლის შემდეგ საუბრები დაიწყო ორი “ჯორჯიის” შესახებ, რომლებიც ერთმანეთისაგან 6000-ზე მეტი მილით არიან დაშორებულები. გასული წლის თებერვალში ამერიკის სამხრეთ შტატში, აშშ-ის მთავარი სარაგბო ლიგის (Major League Rugby) ახალმა ფრენჩაიზმა, ატლანტაში დაფუძნებულმა რაგბი ATL-მ მისთვის სადებიუტო სეზონში 5 მატჩი ჩაატარა და ლოკდაუნიც დაიწყო. მოვიდა ოქტომბერი და პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოს ეროვნულმა გუნდმა შემოდგომის ერთა თასზე 6 ერის გუნდებთან და ფიჯისთან ერთად ითამაშა. მაგრამ, როცა საქმე რაგბის მომავალს ეხება, თქვენი აზრით, სხვადასხვა მდიდარი მაკლერული კომპანიების ფანტაზიებში რომელი “ჯორჯია” ტრიალებს?!

ერთი მხრივ, MLR-ის (მთავარი სარაგბო ლიგა) გაფართოება აშშ-ში ამ სპორტის განვითარების წინაპირობას გვთავაზობს, თან იმის გათვალისწინებით, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ის ნაკრებისა და “ოლ ბლექსის” შეხვედრას (ზელანდიელებმა 104:14 მოიგეს - რედ.) ვაშინგტონში 40 000 გულშემატკივარი დაესწრო. მეორე მხრივ, კი არის საქართველო, რომელიც ტალახიან ორმოშია ჩავარდნილი. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო 10 გათამაშებიდან კავკასიელებმა 9 მოიგეს (ის ერთი ფინალიც 1 ქულით დათმეს) და კონტინენტზე 6 ერის მიღმა მყოფ ნაკრებებზე მათი დომინაცია შესამჩნევზე დიდია. 6 ერიდან მოწვევა ისევ არ მიუღიათ, არც მეშვიდედ გუნდად უპირებენ მიღებას, არც იტალიასთან ათამაშებენ პლეი-ოფის მატჩებს, არა და აპენინელები მსოფლიო რეიტინგში საქართველოს 2 ადგილით ჩამორჩებიან. ისე არ გაგვიგოთ, თითქოს მხოლოდ საქართველოს ბედი გვანაღვლებდეს, საუბარი თამაშის მომავლის სხვადასხვა ხედვაზე გვაქვს.

პანდემიის გამო რაგბის კავშირებს უდიდესი ფინანსური პრობლემები აქვთ, ამიტომ გამოჩნდა ლოგიკური აზრი, რომ ახალი აუდიტორია უნდა მოიძებნოს და რაც მთავარია, შემოსავლის ახალი წყაროები უნდა იპოვონ. ეს კი, ამ სპორტში კერძო ინვესტიციების ზრდასთან არის დაკავშირებული. ადამიანებმა კი კარგად ვიცით კაპიტალის ბუნება, თუ რა დაუნდობელი ეფექტურობით ცდილობს ჩადებული რესურსის ამოღებას. საინვესტიციო კომპანია CVC Capital Partners ფორმულა 1-ში 10-წელზე მეტია მოღვაწეობს და სპორტის ფანებს მათი შესაძლებლობების შესახებ დიდი ინფორმაციის მიწოდება არ სჭირდებათ. მათი აქტივების ჯამური ღირებულება 75 მილიარდი დოლარია (234 მილიარდ 375 მილიონი ლარი - რედ.). მიმდინარე წლის მარტში CVC Capital-მა 6 ერის 14% წილის შესაძენად 365 მილიონი ფუნტი  გადაიხადა და ეს 2018 წელს პრემიერშიფის 27%-იან წილს დაუმატა.

'ბორჯღალოსნებმა' ბოლო მატჩი ფიჯისთან ითამაშეს და ფრედ დაასრულეს

თუმცა, ის გზები, რაც ფორმულა 1-ში შემოსავლის გასაზრდელად იპოვეს (აბუ დაბის, სინგაპურისა და სოჭის გრანპრის დამატებით), რაგბიში არ იმუშავებს. გულწრფელად რომ ვთქვათ, მთავარი სარაგბო ქვეყნების მიღმა სპორტის ამ სახეობის მიღმა ინტერესი დაბალია. ამასთან, ტოპ მორაგბეები, რომელთა მხრებზეც სატრანსლაციო და კომერციული ინტერესები დგას, მეტ შეხვედრას ვერ ჩაატარებენ. ჰო და, როცა მეტი თამაშის ჩატარების შანსი არ არის, მიზნებიდან გამომდინარე საჭიროა კონტროლი არსებულ კალენდარზე დააწესო და დაპირისპირებებიდან უფრო მეტი ფული ამოიღო.

ამ შემთხვევაში იგივე საქართველოში მცხოვრებ ქომაგს სრული უფლება ექნებოდა ეთქვა: "ხომ არ არის ეს იმ რაგბის დასასრული, რომელსაც აქამდე ვიცნობდით?!".

CVC-ის ფორმულა 1-ში გაწეული საქმიანობის ანალიზის შედეგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ რას გააკეთებენ რაგბიში - ფორმულა 1-ის ტრანსლაციის ღირებულება გაიზარდა და ახლა დიდ ბრიტანეთში რბოლებს ექსკლუზიურად მხოლოდ Sky-ზე აჩვენებენ. 6 ერის შემადგენელ ორგანიზაციებს Sky-სთან გრძელვადიანი და ერთგული თანამშრომლობა აკავშირებთ. ამასთანავე, კონტრაქტების მიხედვით, BBC და ITV 6 ერის ჩვენების უფლებას 2025 წლამდე შეინარჩუნებენ. მაგრამ, მერე რა მოხდება? 6 ერის მატჩების ტრანსლაციების ფასიან არხზე გასვლა უკმაყოფილებას გამოიწვევს, მაგრამ შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ეს კი 6 ერისთვის ახალი ბაზრების მოძიების მიზანს გააჩენს და რასაკვირველია, პოტენციურ სამიზნე ობიექტი ამერიკის შეერთებული შტატებიც იქნება.

აშშ-ში მრავალ წელზე გათვლილი რაგბის კომერციული პოტენციალი გვეუბნება, რომ ჯორჯიული ATL-ის მსგავსი კლუბები სპორტის გლობალური განვითარებისთვის უფრო მნიშვნელოვნები იქნებიან, ვიდრე რაგბი ევროპის ჩემპიონატის 13-გზის გამარჯვებული საქართველო. ამ შემთხვევაში იგივე საქართველოში მცხოვრებ ქომაგს სრული უფლება ექნებოდა ეთქვა: "ხომ არ არის ეს იმ რაგბის დასასრული, რომელსაც აქამდე ვიცნობდით?!".

კომენტარები

ბოლო ამბები