Thumbnail

კარიერის საუკეთესო შედეგი - გორგოძე WTA-ს რეიტინგში დაწინაურდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ WTA-ს წყვილთა რეიტინგში მორიგი წინსვლა განიცადა და კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

დღეს განახლებულ კლასიფიკაციაში გორგოძე 7 ადგილით დაწინაურდა და 1 453 ქულით მსოფლიოს 62-ე ჩოგანი გახდა, რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

ეკოს წინსვლის საფუძველი წლევანდელი წარმატებული თამაში გახდა. გორგოძემა და რუმინელმა ირინა ბარამ გასულ კვირას მონტევიდეოში გამართული 125-ათასიანი ტურნირი მოიგეს, მანამდე კი, მათ კიდევ სამ შეჯიბრზე იმარჯვეს: კარლსრუეში (გერმანია, 125-ათასიანი), კლუჟ-ნაპოკასა (რუმინეთი, 250-ათასიანი) და ბუენოს აირესში (არგენტინა, 125-ათასიანი).

აქვე ვთქვათ, რომ წყვილთა რეიტინგში 75-ე საფეხური შეინარჩუნა ოქსანა კალაშნიკოვამ. ერთეულთა კლასიფიკაციაში საუკეთესო შედეგი ასევე გორგოძეს (142-ე) აქვს, შემდეგ კი, მარიამ ბოლქვაძე (177-ე) და სოფია შაფათავა (297-ე) მოდიან.

კომენტარები

ბოლო ამბები