Thumbnail

'VIP წარმომადგენელი აბუ დაბიში' - IJF ლაშა შავდათუაშვილზე წერს

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • 26-28 ნოემბერს ძიუდოს მსოფლიო ტურის წლის ბოლო შეჯიბრი გაიმართება
  • ქართველებიდან გრანდ სლემში მონაწილეობას მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი მიიღებს

არაბეთის გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში 26-28 ნოემბერს ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ ერთი ქართველი - ლაშა შავდათუაშვილი მიიღებს. 

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ვებ-გვერდმა მომავალ ტურნირს სტატია მიუძღვნა და ყურადღება სწორედ შავდათუაშვილზე გაამახვილა. ტექსტში გრანდ სლემი, მხატვრულად, პლაჟის საუკეთესო რესტორანში გატარებულ საღამოსთანაა შედარებული, რომელიც ცივი და მოსაწყენი ზამთრის წინ მთავარი მხიარულებაა. 

Season finale: Abu Dhabi Grand Slam 2021 🇦🇪🟢🇦🇪🟢🇦🇪🟢

Posted by IJF - International Judo Federation on Friday, November 19, 2021


ავტორი წერს, რომ არიან რეგულარული სტუმრები, რომლებიც დახურვის წვეულებას სულ ესწრებიან. ზოგი იქ სენსაციური სეზონის აღსანიშნავად მიდის, ზოგს კი უიმედო წლის გადარჩენა უნდა. რესტორანს ძიუდოს მსოფლიო ტური ჰქვია, სადაც ადგილი ყველასთვისაა, მაგრამ ქართველი ამ დაწესებულებაში განსაკუთრებული ადამიანია. 

“აქ ლაშა შავდათუაშვილს ყველა იცნობს, ის VIP სტუმარია. ქართველს მაგიდა უკვე შეკვეთილი აქვს - ის ხომ -73კგ წონით კატეგორიაში წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ამ ტიტულის მქონე სხვებიც არიან, მაგრამ ლაშას ის გამოარჩევს, რომ მას ჯიბეში ოლიმპიური და ევროპული ოქროც აქვს. აბუ დაბი მისთვის ძალიან მაგარი წლის სასიამოვნო დასასრულია, წლისა, რომლის დროსაც, ოლიმპიური ვერცხლიც მოიგო” - წერს საიტი. 

29 წლის შავდათუაშვილი ტურნირის ქავერ-ფოტოზეც გახლავთ გამოსახული. ჯერჯერობით შეჯიბრების ბადე უცნობია, თუმცა ის ვიცით, რომ პირველ ნომრად განთესილი ქართველი ძიუდოისტისთვის მთავარი მეტოქე თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი მონღოლი ცენდ-ოჩირ ცოგტბაატარი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები