Thumbnail
  • დეტროიტისა და ლეიკერსის მატჩში ჩხუბი მოხდა
  • აიზეია სტიუარტი ლებრონ ჯეიმსს გასახდელში მისდევდა
  • ისინი თანაგუნდელებმა და მსაჯებმა გააშველეს

ლეიკერსმა წაგებათა 3-მატჩიანი სერია დეტროიტთან შეწყვიტა, მაგრამ ამ თამაშის შემდეგ არც შედეგზე ლაპარაკობს ვინმე და, მით უმეტეს, არც ანგარიშზე. ერთადერთი სასაუბრო თემა აიზეია სტიუარტის სისხლია!

რა მოხდა: დეტროიტის კალათბურთელს თვით ლებრონ ჯეიმსმა სახეში იდაყვი ჩაარტყა, რის შემდეგაც ლეიკერსის სუპერვარსკვლავი “შემზარავი ფოლის” გამო დარბაზიდან გააძევეს. ესკალაცია იმდენად სერიოზული იყო, რომ NBA-ში ახლა სწორედ ეს არის მთავარი სალაპარაკო თემა.

ლებრონმა სტიურარტს მესამე მეოთხედში, საჯარიმო ტყორცნის შემდეგ მოხსნის მცდელობის დროს ჩაარტყა. 20 წლის კალათბურთელი პარკეტზე დაეცა და სისხლი წამოუვიდა.

განგებ გააკეთა? თუ შემთხვევით? დეტროიტის ცენტრი მაშინვე წამოხტა და ლებრონს შეუტია. მათ შორის სხვა მოთამაშეები და მსაჯები ჩადგნენ, ჩხუბი ვერ არ გაგრძელდა. არბიტრებმა ლებრონს დარბაზი დაატოვებინეს.


დარბაზში ისმოდა გამომცხადებლის ხმა, რომელიც მაყურებლებს მოუწოდებდა, კალათბურთელებისთვის არაფერი ესროლათ. სხვათა შორის, დეტროიტში ასეთები ხდება ხოლმე. ყველას ახსოვს 2004 წელი, როცა პისტონსისა და ინდიანა პეისერსის მატჩში NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, “Malice at the Palace-ის” სახელწოდებით ცნობილი ჩხუბი მოხდა.

სტიუარტი გასახდელისკენ გზის გაკვლევასაც კი ცდილობდა, რათა ლებრონამდე მიეღწია - ძლივს შეაჩერეს. 

მთავარმა მსაჯმა სკოტ ფოსტერმა მატჩის შემდეგ განმარტა, რომ ლებრონი “მეტისმეტად აგრესიული კონტაქტის გამო გააძევა”, ხოლო სტიუარტი კი “ორი ტექნიკური ფოლისთვის, რაც მან რამდენიმე არასპორტული საქციელის გამო მიიღო”. ზოგიერთი ამერიკული გამოცემა წერს, რომ ლებრონმა მისთვის ბოდიშის მოხდა სცადა, მაგრამ სტიუარტი ზედმეტად განრისხებული იყო და ბოდიშის მიღებას არ აპირებდა.

“ჰო, სტიუარტს სისხლი მოსდიოდა, მაგრამ ეს არ იყო ლებრონის გამიზნული ქმედება,” - ეს ლეიკერსის ვარსკვლავის, ენტონი დევისის სიტყვებია.

რაც შეეხება ანგარიშს: ლეიკერსმა თამაში 121:116 მოიგო და როგორც უკვე დავწერეთ, წაგებათა სამმატჩიანი სერია შეწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები