Thumbnail
  • ქართველმა მოჭადრაკეებმა 9 ტურში 7 გამარჯვება იზეიმეს
  • პირველ-მეორე დაფებზე პირველობა ძაგნიძესა და ჯავახიშვილს ერგოთ

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა სლოვენიის ქალაქ ჩატეჟში დასრულებულ გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვა, ამასთან კი, პირველ და მეორე დაფებზე პირველობაც ქართველებს ერგოთ.

საქართველოს ნაკრების ღირსებას ნანა ძაგნიძე (2524), ლელა ჯავახიშვილი (2446), მერი არაბიძე (2441), სალომე მელია (2371) და სოფიო გვეტაძე (2302) იცავდნენ. ქართველმა მოჭადრაკეებმა 9 ტურში 7 გამარჯვება იზეიმეს და თითო ყაიმი და მარცხიც ჰქონდათ.

ქართველებმა სლოვაკეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, საბერძნეთი და საფრანგეთი დაამარცხეს, უკრაინას დაუზავდნენ, რუსეთთან კი წააგეს. რუსებმა მაქსიმალური შედეგი (18 ქულა) დააფიქსირეს და ოქროს მედლები მოიპოვეს, საქართველოს (15) ვერცხლი ერგო, აზერბაიჯანს (12) კი – ბრინჯაო.

Женский чемпионат Европы среди сборных команд. Лучшие индивидуальные результаты: 1 доска: 🇬🇪 Нана Дзагнидзе 2 доска: 🇬🇪...

Posted by Chess-News on Sunday, November 21, 2021


აღსანიშნავია, რომ პირველ დაფაზე 7 პარტიაში 5.5 ქულა მიითვალა და საუკეთესო შედეგი საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ დააფიქსირა, მეორე დაფაზე კი პირველი მაჩვენებელი ლელა ჯავახიშვილს აღმოაჩნდა - 6 ქულა 8 პარტიაში.

ცნობისთვის, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები უკვე მეექვსედ (1992, 2005, 2009, 2017, 2019, 2021) მოიპოვა, 1997 წელს საქართველო ჩემპიონი გახდა, 2011 და 2015 წლებში კი ბრინჯაოს დაეუფლა.

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრები სლოვენიაში

სლოვენიაში დასრულებულ ტურნირში მონაწილეობა საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრებმაც მიიღო, რომლის ღირსებასაც ბაადურ ჯობავა (2582), თორნიკე სანიკიძე (2458), ლუკა პაიჭაძე (2551), ლევან ფანცულაია (2571) და გიგა ყუფარაძე (2475) იცავდნენ.

ქართველმა მოჭადრაკეებმა 10 ქულით (4 მოგება, 2 ფრე, 3 მარცხი) მე-11 ადგილი დაიკავეს, ჩემპიონი კი მოულოდნელად გახდა უკრაინა, რომელმაც 14 ქულა მოაგროვა და საფრანგეთს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა. ბრინჯაო პოლონეთმა (13) დაისაკუთრა.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები