Thumbnail
  • გოგიტა არქანიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა
  • ქართველი კარატისტი მეორედ დაეუფლა ოქროს მედალს

ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

37 წლის გამოცდილმა კარატისტმა დუბაიში გამართულ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა. 

არქანიამ პირველ წრეში მექსიკელი მოწინააღმდეგე 8:0 დაამარცხა, მეორე წრეში კი მონტენეგროს წარმომადგენელს 2:0 სძლია. მესამე წრეში მან ესპანელ მოწინააღმდეგეს 8:0 მოუგო, მეოთხეში კი ამერიკელს - 3:0. მერე იყო გამარჯვება ხორვატ მეტოქესთან - 3:1. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც დღეს გაიმართა,  ქართველმა კარატისტმა იტალიელ მოწინააღმდეგეს დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოუგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მისთვის ეს მსოფლიოს მეორე ჩემპიონობაა.

შეგახსენებთ, რომ გოგიტა არქანიამ ზაფხულში ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზა - ქართველი კარატისტი ტოკიოში მე-5 ადგილზე გავიდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი პირდაპირი ტრანსლაცია

Posted by Gogita Arkania on Saturday, November 20, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები