Thumbnail

ტოჩინოშინმა მეორედ მოიგო - დადებით ბალანსამდე 6 ბრძოლა რჩება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე მე-3 ბრძოლა გამართა
  • ქართველმა სუმოისტმა იშიურას მოუგო

კიუშუ ბაშო გრძელდება და ტურნირის მე-7 დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელიც მე-13 მაეგაშირაა, მე-12 მაეგაშირა იშიურას დაუპირისპირდა და მოიგო.

ლევანმა ბრძოლა იორიკირის ილეთით მოიგო. ქართველი სუმოისტის ბალანსი კიუშუ ბაშოზე 2 მოგება და 5 მარცხია. შეგახსენებთ, რომ ლევანმა ტურნირის პირველი 4 დღე წელის ტრავმის გამო გამოტოვა. კიუშუ ბაშოს მე-8 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-16 მაეგაშირა აკუა იქნება. ლევანს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად კიდევ 6 მოგება სჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები