Thumbnail

ACA 132 | ვაჟა წიპტაურმა ბელარუსი მეტოქე დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვაჟა წიპტაურმა ACA-ში მესამე ბრძოლა ჩაატარა
  • ქართველმა მებრძოლმა ბელარუსი მეტოქე დაამარცხა

ACA-ში ქართველმა მებრძოლმა, ვაჟა წიპტაურმა მესამე შეხვედრა ჩაატარა. მან ACA 132-ის ღონისძიებაზე იჩხუბა და მეორე გამარჯვება მოიპოვა.

წიპტაურის მეტოქე ბელარუსი დმიტრი რომანოვი იყო. მებრძოლებმა სამი 5-წუთიანი რაუნდი იჩხუბეს, რის შემდეგაც გამარჯვებული მსაჯებმა გამოავლინეს. მსაჯების გადაწყვეტილებით, წიპტაურმა შეხვედრა მოიგო. აღსანიშნავია, რომ ვაჟამ ACA-ში პირველი ბრძოლაც მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.

ქართველ მებრძოლს კარიერაში 14 ბრძოლა აქვს ჩატარებული. წიპტაურმა მე-11 გამარჯვება იზეიმა. გარდა ამისა, მას 2 წაგება და 1 ფრე აქვს დაფიქსირებული.

კომენტარები

ბოლო ამბები