Thumbnail

'ამისგან ხალხი კვდება' - პეპს იმედი აქვს, რომ დე ბრუინი კოვიდს იოლად მოერევა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სიტის 30 წლის ნახევარმცველი ბელგიის ნაკრებიდან კოვიდით დაბრუნდა
  • კევინს მატჩების გამოტოვება პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში მოუწევს 
  • გვარდიოლასთვის მთავარი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაა

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველის კევინ დე ბრუინის კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ დაადასტურა. 

ბელგიელი ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ გუნდში იყო გამოძახებული, მანჩესტერ სიტის განკარგულებაში ამ კვირაში დაბრუნდა, რის შემდეგაც COVID-19-ის ტესტი ჩაიტარა და დადებითი პასუხი მიიღო. ახლა 30 წლის ნახევარმცველს ათდღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

ბელგიელმა უელსთან მატჩში გოლი მიითვალა, ესტონეთთან - საგოლე პასი

ამრიგად, ინგლუსური კლუბის ბელგიელი ნახევარმცველი გამოტოვებს პრემიერლიგის მატჩს ევერტონთან, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება. ასევე - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას პარი სენ-ჟერმენთან. 

"ამის შესახებ ორი დღის წინ გავიგეთ. დაივიწყეთ ფორმა და სათამაშო რიტმი. კევინის ტესტი დადებითი აღმოჩნდა და ახლა მას გამოჯანმრთელება სჭირდება. აქ სიფრთხილეა საჭირო, კოვიდისგან ხომ ხალხი კვდება. დე ბრუინი ვაქცინირებულია და იმედი მაქვს, ყველაფერი წესრიგში იქნება. ჩვენ ის კი არ გვანაღვლებს, რომ კევინი სათამაშო რიტმიდან ამოვარდება, აქ საკითხი ადამიანის ჯანმრთელობას ეხება", - თქვა მანჩესტერ სიტის თავკაცმა.

გვარდიოლასთვის მთავარი დე ბრუინის ჯანმრთელობის მდგომარეობაა

კევინ დე ბრუინმა 2021/22 წლების სეზონში მანჩესტერ სიტის ღირსება 14 მატჩში დაიცვა, რომლებშიც 3 გოლითა და 1 საგოლე პასით გამორიჩა.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა პრემიერლიგის 11 მატჩში 23 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ჩელსის (26) ჩამორჩება. სიტი ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს და მას ქულით ჩამორჩება პსჟ.

კომენტარები

ბოლო ამბები