Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების ფორვარდზე მისმა ფრანგმა თანაგუნდელმა ისაუბრა
  • მიქაუტაძე ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო ბოლო 2 შეხვედრაში გამოაკლდა

საქართველოს ნაკრების ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელმა სერენსა და მეცში იუსეფ მაზიზმა RTBF-სთან მიცემულ ინტერვიუში სხვა საკითხებთან ერთად ქართველ თანაგუნდელზეც ისაუბრა. 

აღსანიშნავია, როგორც 20 წლის მიქაუტაძე, ისე 23 წლის მაზიზი, მეცმა სერენში გაანათხოვრა. 

"ჟორჟი ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მას უდიდესი ნიჭი აქვს. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, დიდ წარმატებას მიაღწევს!

აქ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ლიგაში უკვე 5 გოლის გატანა მოასწრო. მე და ჟორჟი მოედანზე ერთმანეთს კარგად ვუგებთ, კომუნიკაცია ჩვენ შორის ადვილად დგება და თამაშის დროს ერთმანეთს ხშირად ვუყურებთ.

მიზეზი კი ის არის, რომ ორივეს მსგავსი საფეხბურთო გემოვნება გვაქვს: ორივეს სწრაფი, 1-2 პასში თამაში გვიყვარს. ბავშვობიდან მარტივი ფეხბურთი მომწონდა, ისეთი, როგორსაც ზიდანი, რონალდინიო და მესი თამაშობდნენ", - განაცხადა ფრანგმა.  

გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ჟუპილერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 5 გოლი გაიტანა, მისმა თანაგუნდელმა მაზიზმა - 3. გიორგი ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს შვედეთსა და უზბეკეთთან გამართულ შეხვედრებში ვერ დაეხმარა.

კომენტარები

ბოლო ამბები