Thumbnail
  • 📅 20 ნოემბერი | ⌚ 18:30 | 🏉 საქართველო V ფიჯი | 📺 რაგბი TV/იმედი TV
  • ქართველი მორაგბეები ფიჯის ისტორიაში მეექვსედ დაუპისპირდებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მორიგი ტესტ-მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ესპანეთში ჩაატარებს. ''ბორჯღალოსნები'' ფიჯელებთან ისტორიაში მეექვსედ ითამაშებენ და მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.

მატჩი 20 ნოემბერს, არნახუესში, ''ესტადიო ელ დელეიტეზე'' გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 18:30-საათზე დაიწყება და რეპორტაჟის ხილვა ორ არხზე შეგეძლებათ - იმედი TV-სა და რაგბი TV-ზე.

საქართველოსგან განსხვავებით, ფიჯელებმა ნოემბერში ორი თამაში ჩაატარეს. მათ ჯერ ესპანეთს ანგარიშით 43:13 სძლიეს, რის შემდეგაც უელსთან 15 ქულით დამარცხდნენ - 23:38. რაც შეეხებათ ბორჯღალოსნებს, მათ წინა კვირას ფრანგებთან წააგეს (15:41) და შაბათს გასამართ მატჩში ფიჯის დამარცხებას შეეცდებიან.

ბორჯღალოსნებმა ფრანგებს 2 ლელო დაუდეს

როგორც აღვნიშნეთ, საქართველო ფიჯისთან მეექვსედ ითამაშებს. ქართველებმა ფიჯი მხოლოდ ერთხელ დაამარცხეს - 2016 წელს, როდესაც ოკეანეთის ტურნეში იასპარეზეს. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს ანგარიშით 14:3 მოუგეს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო ორ მატჩში ფიჯელებმა ქართველებს უშანსოდ აჯობეს. მათ ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე 45:10 გაიმარჯვეს, რის შემდეგაც შემოდგომის ერთა თასზე 38:24 მოიგეს. ქართველებმა ორი ლელო ბოლო 10 წუთში დადეს, თორემ ფიჯი 28-ქულიანი უპირატესობით იგებდა.


საქართველოს ნაკრებში სამი ცვლილებაა - ერთი ძირითად შემადგენლობაში და ორიც სათადარიგო სკამზე. ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს გურამ გოგიჩაშვილი, ხოლო ტრავმის მოშუშების შემდეგ ნაკრებს მიხეილ ნარიაშვილი და ლაშა ჯაიანი დაუბრუნდნენ.

ფიჯელებმა სათადარიგო სკამზე სამი მოთამაშე შეცვალეს - შეხვედრაში მარქაფიდან მოსეს სოროვი, ლუკე ტაგი და ენერიკო ბულირუარუა ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრებისთვის ამ თამაშის მოგება უმნიშვნელოვანესია. ქართველ მორაგბეებს საფრანგეთთან რამდენიმე კარგი მონაკვეთი ჰქონდათ და იმედია, ფიჯელებთანაც კარგად ითამაშებენ და მათ წინააღმდეგ ისტორიაში მეორე გამარჯვებას მოიპოვებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 8 კეპი, 23 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 60 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსტერი, 36 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 79 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 94 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 27 კეპი, 173 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 60 კეპი, 55 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 24 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 84 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 24 კეპი, 10 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 6 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბაიონი, 69 კეპი, 10 ქულა), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, 24 კეპი, 15 ქულა), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 22 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 32 კეპი, 35 ქულა);

სათადარიგო შემადგენლობა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 18 კეპი, 5 ქულა), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 66 კეპი, 5 ქულა), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 2 კეპი), 19. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 11 კეპი), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 11 კეპი, 10 ქულა), 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 53 ქულა), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 11 კეპი, 5 ქულა).

ფიჯის ნაკრების შემადგენლობა

შერკინება: ერონი მავი, სემ მატავესი, მესაკი დოჯი, აპი რატუნიიარავა, ლეონი ნაკარავა, ალბერტ ტუისუე, მესულამე კუნავულა, ვილიამე მატა

ხაზი: ფრენკ ლომანი, ბენ ვოლავოლა, ამინიასი ტუიმაბა, ვილიმონი ბოიტიტუ, ვაისეა ნაიაკალევუ, ჯოშუა ტუისოვა, სეტარეკი ტუისუვუ.

სათადარიგო შემადგენლობა: ზურიელ ტოგიატამა, პენი რავაი, ლუკე ტაგი, ტევიტა რატუვა, მასივესი დაკუვაქა, მოსეს სოროვი, ნიკოლა მატავალუ, ენერიკო ბულირუარუა.

კომენტარები

ბოლო ამბები