Thumbnail

პირველი მარცხი კიუშუზე - ტოჩინოშინმა ჩიიონოკუნისთან წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე მე-2 ბრძოლა გამართა
  • ქართველმა სუმოისტმა ჩიიონოკუნისთან წააგო

კიუშუ ბაშო გრძელდება და ტურნირის მე-6 დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელიც მე-13 მაეგაშირაა, ჩიიონოკუნის დაუპირისპირდა და დამარცხდა.

ლევანმა ბრძოლა ოშიდაშის ილეთით დათმო. ქართველი სუმოისტის ბალანსი კიუშუ ბაშოზე 1 მოგება და 1 მარცხია. შეგახსენებთ, რომ ლევანმა ტურნირის პირველი 4 დღე წელის ტრავმის გამო გამოტოვა. აკი ბაშოს მე-7 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-12 მაეგაშირა იშიურა იქნება. ლევანს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად 6 მოგება სჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები