Thumbnail
  • აიოვა 110:121 გრანდ რაპიდსი | გიორგი ბეჟანიშვილი: 10 ქულა, 11 მოხსნა
  • გიორგი ბეჟანიშვილის გუნდმა NBA-ს განვითარების ლიგაში მეორედ მოიგო

NBA-ის განვითარების ლიგაში დენვერ ნაგეთსის სარეზერვო გუნდმა გრანდ რაპიდს გოლდმა აიოვა სტუმრად 121:110 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ბრწყინვალედ ითამაშა გიორგი ბეჟანიშვილმა.

ქართველი ფორვარდი G ლიგაში პირველად მოხვდა სასტარტო ხუთეულში, რადგან დენვერის პეტრ კორნელი არ ყოფილა. გიორგიმ ჯამში 25 წუთი ითამაშა და კარიერის პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა განვითარების ლიგაში - 10 ქულა, 11 მოხსნა. ის მეტსაც შეძელბდა, მაგრამ 6 პერსონალური შენიშვნა მიიღო. თამაშიდან გიორგიმ 10-დან 5 ჩააგდო, 11 მოხსნიდან კი 4 მეტოქის ფარზე მოაგროვა. ერთხელ ის ძალზე ეფექტური დანქით გამოირჩა. მის აქტივშია თითო პასი და ჩაჭრა, პასივში - 4 დაკარგვა.


ლენს სტივენსონმა 19 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ნიკ სტაუსკასმა - 29 ქულა, დევონ რიდის ანგარიშზე 22 1ულა და 10 მოხსნაა. გოლდს 2 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს და 21 ნოემბერს ვინდი სიტის ეთამაშება. 

კომენტარები

ბოლო ამბები