Thumbnail

ფიჯის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა საქართველოსთან ტესტ-მატჩზე ისაუბრა, რომელიც მის გუნდს 20 ნოემბერს ესპანეთის ქალაქ არანხუესში ელის. “მფრინავი ფიჯელების” ზელანდიელი თავკაცი “ბორჯღალოსნებისგან” კვლავაც ტრადიციულ ძალისმიერ თამაშს ელის.

“მომავალი მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით და გარკვეულ დეტალებს ისევ გავდივართ. ვიცით, რომ საქართველო თავისი ტრადიციული ძლიერი მხარეების გამოყენებას ეცდება და აქცენტს ფორვარდებით თამაშზე გააკეთებს. მათი მორაგბეების უმეტესობა საფრანგეთში ასპარეზობს და უდიდესი კონკურენციის გავლა უწევთ. ბოლო მატჩში ცდილობდნენ ჩვენები მძიმე დაპირისპირებაში ჩაეთრიათ და ალბათ, ახლაც ასე იქნება: შერკინებასა და აუტიდან აგორებულ მოლებს დიდ ყურადღებას დაუთმობენ. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფიჯის ნაკრებთა ბოლო 2 დაპირისპირება კუნძულელთა აშკარა უპირატესობით დასრულდა. 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯელებმა 45:10 მოიგეს, შარშანდელ “შემოდგომის” ერთა თასზე კი მეტოქემ 38:24 იმარჯვა.

წლევანდელ შემოდგომის ტესტებზე საქართველოს ნაკრები უკვე ეთამაშა საფრანგეთს და 15:41 წააგო, ფიჯელები კი ესპანეთთან გამარჯვების (43:13) შემდეგ, უელსს მაგრად დაუდგნენ, თუმცა, მაინც დამარცხდნენ – 23:38. მოახლოებული მატჩი შაბათს თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.

CHIT CHAT!!! Flying Fijians Head Coach Vern Cotter gives his verdict on the match against Wales and what Georgia could bring on Sunday. 🇫🇯 V 🇬🇪 📆 21st November, 🕔 2.30am FJT.

Posted by Fiji Rugby on Wednesday, November 17, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები