Thumbnail

GAMING | ტრიუმფი დრამატულ ფინალში - რატი ნანავა მსოფლიოს ჩემპიონია!

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • რატი ნანავამ eFootball-ის მუნდიალი მოიგო 
  • ქართული კიბერსპორტისთვის ეს ისტორიული მიღწევაა

ქართული კიბერსპორტისთვის ეს ისტორიული მიღწევაა - რატი ნანავამ IESF-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

ქართველმა გეიმერმა მთელი მუნდიალი სენსაციურად ჩაატარა. ნანავა ფავორიტებში არ მოიაზრებოდა - მისგან ასეთ თამაშს და მით უმეტეს ჩემპიონობას ბევრი არ ელოდა. სამაგიეროდ, თვითონ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და 11 ნოემბერს, პოპსპორტთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობა იყო.

ნანავამ ძალიან დრამატულ ფინალში მექსიკელი მეტოქე 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქართველი გადამწყვეტ, მეხუთე თამაშს ბოლო წუთებამდე აგებდა და 87-ე წუთზე გაათანაბრა. დამატებით დროში გოლები არ გასულა, პენალტების სერიაში კი მეტოქის ყველა თერთმეტმეტრიანი მოიგერია და 3:0 მოიგო.


რატიმ ფინალის პირველი შეხვედრა ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა და მეტოქე 3:0 გაანადგურა. მეორე მატჩის პირველი ტაიმი, მისთვის არცთუ ისე სასიამოვნოდ დაიწყო. მექსიკელმა მოთამაშებ მალევე შეძლო ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება. მართალია, ტაიმის ბოლოს რატიმ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მეტოქემ ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, მესამე გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა 1:1.

მესამე შეხვედრის სტარტზევე, რატიმ ძალების რეაბილიტაცია მოახდინა და დაწინაურდა. მართალია, მეტოქემ სწრაფი გოლით უპასუხა, მაგრამ ნანავამ თავდაჯერებულ სტილს არ უღალატა, შეხვედრა 3:1 მოიგო და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა.

მეოთხე შეხვედრაში მექსიკელი მოთამაშე წინ გავიდა, მაგრამ ეს რატის დღე იყო! მან მალევე აღადგინა წონასწორობა და პირველივე ტაიმში მოახერხა წინ გასვლა. მეორე ტაიმში მექსიკელი ძალიან მობილიზებული ჩანდა და მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. დამატებულ პირველ ტაიმში მეტოქემ 2 ბურთი გაიტანა - 4:2. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. საერთო ჯამში ანგარიში გათანაბრდა 2:2.

გრანდ-ფინალის ბოლო, გადამწყვეტი მეხუთე შეხვედრა მექსიკელის უპირატესობით დაიყო. ის 30-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ რატიმ ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და თითქმის წაგებული მატჩი შემოატრიალა!

ნანავამ 87-ე წუთზე გაათანაბრა! დამატებით ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა და ჩემპიონის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო, რომელშიც ქართველმა მოთამაშემ მოწინააღმდეგის ყველა დარტყმა მოიგერია და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

გზა ფინალამდე

ქართველმა გეიმერმა ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში ლუქსემბურგის წარმომადგენელს შანსი არ დაუტოვა და 3:0 მოუგო, მერე კი, ნახევარფინალში მას ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, იტალიელი გეიმერი შეხვდა, რომელიც BO5-ის სისტემით 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ქართული კიბერსპორტისთვის ეს უკვე ისტორიული მოვლენა იყო.

ნანავამ eFootball-ის მუნდიალზე ასპარეზობა B ჯგუფში დაიწყო, სულ კი მსოფლიოს ჩემპიონატზე 24 მონაწილე იყო, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდნენ, საიდანაც პირველ-მეორე ადგილებზე გასულებმა პლეი ოფის საგზური მიიღეს. რატიმ პირველი შეხვედრა 16 ნოემბერს, მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარა, რომელშიც ძალიან კარგი სტარტი გამოუვიდა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. რატიმ მეორე გამარჯვება შრი-ლანკასთან (3:1) გაიფორმა, ხოლო მესამე რაუნდში ჯგუფის ფავორიტ, მექსიკელ მოთამაშეს შეხვდა, რომელთანაც მძიმე ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

ქართველი გეიმერი მომდევნო ორ რაუნდშიც მოწოდების სიმაღლეზე იყო. ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიის მოთამაშე 3:1 დაამარცხა, შემდეგ კი ნიგერიელს 3:0 მოუგო და ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა. მერე იყო მოგება მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში, ბოლოს კი დრამატული ფინალი.

eFootball-ში მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 5 000 დოლარს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი რატი ნანავა 2500 დოლარს მიიღებს.

ევროპაბეთი და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია პარტნიორები ივლისში გახდნენ. ევროპაბეთის მხარდაჭერით, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ოთხ სახეობაში ჩატარდა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა გეიმერმა მოიპოვა.

კომპიუტერული სპორტის ფედერაციის გარდა, ევროპაბეთი ასევე თანამშრომლობს ნიჭიერ ქართველ ავტომრბოლელებთან, სანდრო თავართქილაძესთან და დათუნა არჯევანიძესთან, საკალათბურთო კლუბ ცხუმ-აფხაზეთთან, საქართველოს ჭადრაკის, სპორტული ნარდისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციებთან, სტრონგმენ კონსტანტინე ჯანაშიასთან და მოტომრბოლელ გიორგი გახელაძესთან. არის საფეხბურთო კლუბის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.

კომენტარები

ბოლო ამბები