Thumbnail
  • ბარსელონა 81:71 ცსკა
  • თორნიკე შენგელიას 17 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი

თორნიკე შენგელიას ცსკა ევროლიგის მე-10 ტურში  ბარსელონას ესტუმრა და 10 ქულით დამარცხდა. ცსკა მეოთხე მეოთხედის წინ 7-ქულიანი უპირატესობით იგებდა, მაგრამ ბოლო პერიოდი 13:30 წააგო და მატჩიც დათმო.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 28:11 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 17 ქულას, 6 მოხსნასა და 3 პასს მოუყარა თავი. თორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ქართველ კალათბურთელს პირველ ტაიმში მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში შენგელიამ მოუმატა და 13 ქულა კიდევ ჩააგდო, თუმცა შეხვედრის MVP ნიკოლა მიროტიჩი გახდა, რომელმაც ცსკა-ს 21 ქულა ჩაუგდო. 10 ტურის შემდეგ ცსკა 10 ქულით მე-10 ადგილზეა, ბარსელონა 8 გამარჯვებით და 2 მარცხით პირველ ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები