Thumbnail
  • როჯერ ფედერერმა ბოლოს უიმბლდონზე ითამაშა
  • 40 წლის ლეგენდა 2022 წელს უნდა დაბრუნდეს
  • ზუსტი თარიღი უცნობია, არც პროგნოზია კარგი

როჯერ ფედერერის ფანებისთვის ეს სამწუხარო ამბავია და არც პროგნოზია კარგი.

ჩოგბურთის 40 წლის ლეგენდა მუხლზე გაკეთებული რამდენიმე ოპერაციის გამო ავსტრალიის ღია ჩემპიონატს გამოტოვებს, რაც თავად სპორტსმენმა შვეიცარულ Le Matin-ს უთხრა. ფედერერმა დაამატა, რომ “საოცრად გაკვირვებული” იქნება, უიმბლდონზე თამაშს თუ მოახერხებს, ტურნირზე, რომელიც 8-ჯერ მოიგო. 

დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა შვეიცარიელმა განაცხადა, რომ სირბილს იანვარში დაიწყებს და კორტზე ვარჯიშს მარტში ან აპრილში დაუბრუნდება. “ძალიან მომთმენი უნდა ვიყო და მუხლს გამოჯანმრთელება ვაცადო. მომდევნო რამდენიმე თვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება,”- ციტირებს როჯერს Sky Sports.

ფედერერი რაფა ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩთან ერთად ჩართულია რბოლაში, თუ ვინ უფრო მეტ სლემს მოიგებს. ამ ეტაპზე, სამივეს 20-20 სლემი აქვს...

გასულ კვირაში ფედერერის მწვრთნელმა ივან ლიუბიჩიჩმა თქვა, რომ როჯერს შესვენება კვლავ უმაღლეს დონეზე სათამაშოდ სურს. “ის აღდგენით პროცესს გადის. როჯერს არა უბრალოდ თამაში, არამედ სურს დარწმუნდეს, რომ კორტზე დაბრუნების შემდეგ ტურნირების მოგებისთვის ბრძოლას შეძლებს. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გააკეთოს, რადგან ახლა 40 წლისაა და სარეაბილიტაციო პროცესს იმაზე მეტი დრო სჭირდებოდა, ვიდრე ადრე.”

ფედერერი კორტზე ბოლოს 2021 წლის 7 ივლისს გავიდა და უიმბლდონის 1/4-ფინალში ჰურბერტ ჰურკაჩთან 3 სეტში დამარცხდა - 3:6, 6:7, 0:6. 

კომენტარები

ბოლო ამბები