Thumbnail

ამერიკული გამოცემა: დვალიშვილს ტიტულის კანდიდატობამდე ცოტა აშორებს

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • The Daily Free Press დვალიშვილს 1 ბრძოლის მოგების შემთხვევაში წონის ტიტულის პრეტენდენტად განიხილავს
  • მერაბმა UFC-ში ზედიზედ 7 ბრძოლა მოიგო და მომავალი მეტოქის გარკვევას ელოდება

ბოსტონის უნივერსიტეტის გამოცემა The Daily Free Press აქვეყნებს სტატიას სათაურით “წითელი კუთხე: მსუბუქი წონის პერსპექტიული მებრძოლების მიმოხილვა” და 3 სპორტსმენს შორის მერაბ დვალიშვილსაც ასახელებს.

შონ ო’მალისა და მონღოლი დანაა ბატგერელისაგან განსხვავებით, გამოცემა ქართველ მებრძოლს ერთი მატჩის მოგების შემთხვევაში ტიტულის პრეტენდენტთა შორის მოიაზრებს. აი, რას წერენ ამერიკელები:

“დამსახურებული მეტსახელი “მანქანის” მქონე მერაბ დვალიშვილის სხეული მართლაც რომ ფოლადიდან არის გამოჭედილი, რომელიც ოქტაგონზე გამოსვლის ყოველ ჯერზე შეუბრალებელი კიბორგია (ორგანული და ბიომექანიკური ნაწილებისაგან შემდგარი კიბერნეტიკული ორგანიზმი).

UFC-ის ქართველი მებრძოლების რენესანსის გამორჩეული წევრი დვალიშვილი ჯიუტი მოჭიდავე და გრეფლერია. დაუზიანებელი ნიკაპისა და მტკიცე ნებისყოფის მქონე მერაბმა დომინანტურ სტილში გაანადგურა მოწინააღმდეგე, რომელმაც 2019 წელს წონის ქამრისთვის იბძოლა. 

UFC-ში წაგებული სადებიუტო 2 ბრძოლის მიუხედავად, 2017 წლის შემდეგ ქართველმა 7 მოგებისაგან შემდგარი შთამბეჭდავი სერია შემოგვთავაზა, რომელიც მარლუნ მორაეშის დამარცხებით დააგვირგვინა. ამ ორთაბრძოლაში დვალიშვილმა მთელი თავისი შესაძლებლობათა პალიტრა აჩვენა: ძირს ჩხუბის უმაგრესი უნარები, ძლიერი დარტყმები და რკინის გამძლეობა, თითქოს წაგებულ მატჩში დაბრუნდა და ნოკაუტით მოიგო. 

მერაბის ჭიდაობა და მეტოქის ძალის გამანეიტრალებელი შესაძლებლობები წონის ნებისმიერი ტოპ მებრძოლისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და უკან მდგომ ვარკსვლავურ კლუბ “სერრა-ლონგოსთან” ერთად ბრწყინვალე შანსი აქვს, დივიზიონში ხმაური გამოიწვიოს. მომდევნო ბრძლაში “მანქანა” ტოპ 5-იდან რომელიმე სპორტსმენს დაუპირისპირდება და გამაჯვების შემთხვევაში, ტიტულის პრეტენდენტთა შორის საკუთარ სახელს შეიყვანს.”

UFC-ის მსუბუქი (bantamweight) წონის ამჟამინდელი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილის მეგობარი და გუნდელი ალჯამაინ სტერლინგი გახლავთ. "ალჯომ" ქამარი მხოლოდ იმიტომ მოიგო, რომ ყოფილმა ჩემპიონმა პიოტრ იანმა მასთან ბრძოლაში აკრძალული ილეთი გამოიყენა. 

მერაბმა განაცხადა, რომ მეგობართან არ იბრძოლებს, თუმცა, რეალური შანსია სტერლინგისა და იანის რემატჩში რუსმა გაიმარჯვოს, ამ შემთხვევაში დვალიშვილს ჩემპიონობის სურვილის გამოსახატად მორალური წინააღდეგობა აღარ ექნება.

დვალიშვილის მომდევნო მეტოქე, შესაძლოა, ამერიკელი რობ ფონტი იყოს, რომელიც წონის რეიტინგში მე-4 პოზიციაზეა და მერაბის მსგავსად, წინა ბრძოლაში მარლუნ მორაეში დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები