Thumbnail

ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს დიდი ანგარიშით მოუგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველო 4:1 რუმინეთი
  • გუნდები 17 ნოემბერს კიდევ ერთხელ ითამაშებენ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ციკლში რუმინეთთან პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და დიდი ანგარიშით 4:1 იმარჯვა.

დუბლის შესრულება მოახერხა ვახტანგ კეკელიამ, თითოჯერ თავი ირაკლი თოდუამა და ბრუნო პეტრი ბრანკომ გამოიჩინეს, სტუმართაგან კი პრესტიჟის ბურთი ასევე ნატურალიზებულმა ფეხბურთელმა პაულუ ფერეირამ გაიტანა.

გუნდები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ხვალ კიდევ ერთხელ ითამაშებენ. მატჩი ამჯერადაც 16:00 საათზე დაიწყება და COVID 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, მასზე მაყურებელთა დასწრება აკრძალულია.

საქართველო 4:1 რუმინეთი

გოლები: 1:0 კეკელია (4), 2:0 თოდუა (8), 3:0 კეკელია (12), 4:0 ბრანკო (23), 4:1 პაულუ ფერეირა (27).

საქართველო: ზვიად კუპატაძე, შოთა თოფურია, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, გიორგი ღავთაძე.
სათადარიგოები: თორნიკე ბუკია, შაგინია, გიორგი ქურდაძე, გიორგი ჩიმაკაძე, თალესი, ჯანიკო გიორგაია, არჩილ სებისკვერაძე, ნიკოლოზ კურტანიძე, ბრუნო პეტრი ბრანკო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ზე D ჯგუფში ითამაშებს და ესპანეთს, აზერბაიჯანსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. მეოთხედფინალის საგზურს ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები მიიღებს. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ნიდერლანდების ქალაქებში ამსტერდამსა და გრონინგენში 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები