Thumbnail

მილანმა და პიოლიმ მოილაპარაკეს - 3,5 მილიონი ევრო ახალი კონტრაქტით

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანი და სტეფანო პიოლი ხელშეკრულების გახანაგრძლივებაზე შეთანხმდნენ
  • ახალი კონტრაქტის თანახმად, 56 წლის მწვრთნელი კლუბში 2024 წლამდე დარჩება

მილანის მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი უახლოეს მომავალში კლუბთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, მხარეებმა პრაქტიკულად ყველა დეტალზე მოილაპარაკეს და მოსაგვარებელი მხოლოდ ფორმალური მხარე დარჩა. 

ახალ კონტრაქტზე ოფიციალური ხელმოწერა მას შემდეგ მოხდება, რაც მილანის აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი აშშ-ში მივლინდებიდან დაბრუნდება, ეს კი მომავალ კვირაში უნდა მოხდეს. 

56 წლის სპეციალისტსა და კლუბს შორის ახალი შეთანხმება 2024 წლამდე იქნება გათვლილი, მისი კიდევ ერთი წლით გახანაგრძლივების შესაძლებლობით. პიოლის ხელფასი სეზონში 3,5 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსებიც დაემატება. 

სტეფანო პიოლი მილანს 2019 წლის ოქტომბრიდან წვრთნის. 2020 წელს სპეციალისტი გათავისუფლებასთან ახლოს იყო, მის შემცვლელად კი რალფ განგნიკი სახელდებოდა, თუმცა ბოლო მომენტში როსონერის ხელმძღვანელობამ გერმანელის დანიშვნა გადაიფიქრა. შედეგად, პიოლის ხელმძღვანელობით გუნდმა სერია A-ში მეორე ადგილი დაიკავა (პირველად 2014 წლის შემდეგ) და ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნდა. 

მილანი სკუდეტოს მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

მიმდინარე სეზონში, ჩემპიონატში იტალიის ჩატარებული 12 მატჩის შემდეგ, მილანს 32 ქულა აქვს და მხოლოდ დამატებით მაჩვენებლებით ჩამორჩება ლიდერ ნაპოლის. პიოლის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში 4 შეხვედრაში მხოლოდ ქულა მოიპოვა და ბოლო ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები