Thumbnail
  • ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა  
  • 26 წლის სპორტსენმა ნოვაკ ჯოკოვიჩი და კაირი ირვინგი ახსენა
  • ნიკის აზრით, ავსტრალიის ღია პირველობა არ უნდა ჩატარდეს

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირიოსმა აზრი გამოთქვა იმ ცნობილ სპორტსმენებზე, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე უარს ამბობენ. 26 წლის ავსტრალიელმა ბრუკლინ ნეტსის კალათბურთელის კარი ირვინგისა და მსოფლიოს პირველი ჩოგნის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის მაგალითები მოიყვანა, რომლებიც აცრაზე უარს ამბობენ და მილიონობით ადამიანის კუმირები არიან. 

"კაირი ირვინგი, ნოვაკი… ამ ბიჭებმა სპორტისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს, ბევრი გაიღეს. ესენი არიან სპორტსმენები, რომლებიც მილიონობით ადამიანს აღაფრთოვანებენ. ვფიქრობ, მორალური თვალსაზრისით, არასწორია აიძულო ვინმე, აიცრას. მე ორჯერ ავიცერი, მაგრამ არ გვაქვს უფლება ვინმეს დავაძალოთ ან განვაცხადოთ: "შენ აქ არ უნდა ითამაშო იმიტომ, რომ ვაქცინირებული არ ხარ". 

ავსტრალიელი ჩოგბურთელი მეტოქის შეხედულებას პატივს სცემს  

არსებობს სხვა გამოსავალი. მაგალითად, ყოველდღიური ტესტირება. ეს ნორმალური პრაქტიკაა აშშ-ში, ეს კეთდება ავსტრალიაშიც. ეს 85%-ით ეფექტურია და შედეგი უკვე 15 წუთშია ცნობილი. 

არ ვფიქრობ, რომ ჩოგბურთში ავსტრალიის მომავალი ღია პირველობა უნდა ჩატარდეს. პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ მელბურნის იმ მაცხოვრობლებისადმი, რომლბმაც 275 დღე პატიმრობაში გაატარეს", - აქვეყნებს კირიოსის სიტყვებს ფრანგული მედია. 

ავსტრალიის შტატი ვიქტორია აუცრელი ჩოგბურთელების ქვეყანაში შეშვების კატეგორიული წინააღმდეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი და ის მოთამაშეები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ, ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ იასპარეზებენ.

კაირი ირვინგი აცრაზე უარის თქმით გამო, ბრუკლინს ვერ ეხმარება

აცრაზე უარის თქმის გამო, NBA-ის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი კაირი ირვინგი გუნდთან ერთად ვერც ვარჯიშობს და ვერც თამაშობს, რადგან ნიუ იორკში კალათბურთელებისთვის სავალდებულოა, რომ ერთხელ მაინც ჰქონდეთ გაკეთებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

კომენტარები

ბოლო ამბები