Thumbnail
  • 'საქართველოს ნაკრების თამაში ერთი სიტყვით ფასდება – ბრავო!'
  • მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში სტუმრობა დააანონსა

მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტმა ბერნარ ლაპორტმა, რომელიც ამავდროულად საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტიცაა, წლების განმავლობაში კი ქვეყნის სპორტის მინისტრის პოსტს იკავებდა, მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ნაკრების თამაშს.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნები” გასულ უქმეებზე ბორდოს სტუმრობდნენ და მასპინძელთა უძლიერეს ნაკრებთან ტესტ-მატჩი 15:41 წააგეს, ლაპორტმა კი განცხადება ამ თამაშის შემდეგ გამართულ მიღებაზე გააკეთა. მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტმა ისიც დააანონსა, რომ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძის მიწვევას ღებულობს და უახლოეს პერიოდში ჩვენს ქვეყანას ესტუმრება.

“დიდი მადლობა ქართველებს ასეთი კარგი თამაშისა და ძლიერი წინააღმდეგობისთვის. მათი თამაში ერთი სიტყვით ფასდება – ბრავო! მე ვამბობ, რომ რაგბი მხოლოდ 10 ქვეყნის თამაში არ არის და საქართველო ამის დასტურია. საქართველოში მიპატიჟება მიღებულია და უმოკლეს ვადებში აუცილებლად გეწვევით“.

ცნობისთვის, აწ უკვე 57 წლის ლაპორტი თავადაც მორაგბე იყო და კარიერის უმეტესი ნაწილი ბორდოში გაატარა, გაცილებით მეტი სახელი კი მწვრთნელის რანგში მოიპოვა. ბერნარი 8 წლის განმავლობაში (1999-2007) ავარჯიშებდა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს, ამას გარდა კი, ხსენებული ბორდოს, სტად ფრანსესა და ტულონის თავკაცობაც მოასწრო.

კომენტარები

ბოლო ამბები