Thumbnail

რობერტო მანჩინი: იმედია, მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ და მოვიგებთ კიდეც

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ კომენტარი გააკეთა ჩრდილოეთ ირლანდიაში დაფიქსირებული უგოლო ფრის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შედეგის გამო, “სკუადრა აძურამ” საკვალიფიკაციო ციკლში ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მხოლოდ პლეი ოფის გავლით თუ მოხვდება.

“ახლა, ვეღარაფერს შევცვლით. მარტში გადამწყვეტი თამაში გველის, რომელშიც მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ნათელია, რომ გოლებთან დაკავშირებული პრობლემა გვაქვს, არადა, ბურთსა და ინიციატივას სწორედ ჩვენ ვფლობთ ხოლმე. ჩრდილოეთ ირლანდია მთელი გუნდით თავს იცავდა, ასეთ მეტოქეებთან კი ყოველთვის გვიჭირს. ძალიან სამწუხაროა, რადგანაც ეს ჯგუფი დიდი ხნის წინ უნდა მოგვეგო. უბრალოდ, იმ მდგომარეობას უნდა დავუბრუნდეთ, რომელიც ამ პერიოდამდე გვქონდა. გადამწყვეტ თამაშებში 2 პენალტი უნდა გაგვეტანა, რაც ნიშნავს, რომ მოსაგებად შანსები გაგვაჩნდა. ახლა, გადამწყვეტი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. იმედი მაქვს, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას მოვახერხებთ და ტურნირის მოგებასაც შევძლებთ”.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები C ჯგუფში შვეიცარიას ჩამორჩა, რომელმაც ბოლო ტურში ბულგარეთი 4:0 დაამარცხა და აპენინელებს 2 ქულით გაუსწრო. თუკი რობერტო მანჩინის ნაკრებმა ვერც პლეი ოფში იყოჩაღა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ზედიზედ მეორედ გამოტოვებს, არადა, ევროპის პირველობის მოქმედი გამარჯვებულია.

კომენტარები

ბოლო ამბები