Thumbnail
  • კატარში ინგლისის და შვეიცარიის ნაკრებები ითამაშებენ
  • იტალია და პოლონეთი პლეი ოფში გააგრძელებენ მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლას

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი სამ ევროპულ ჯგუფში დასრულდა. დღემდე ცნობილი იყო მუნდიალის 9 მონაწილე: მასპინძელი კატარი, გერმანია, დანია, ბრაზილია, საფრანგეთი, ბელგია, ხორვატია, ესპანეთი და სერბეთი. მათ რიცხვს შეუერთდნენ: ინგლისი და შვეიცარია, იტალიის ნაკრები კი პლეი ოფის რთულ გზას შეუდგება. 

ჰარი კეინმა პირველ ტაიმში პოკერი შეასრულა

შვეიცარიის ნაკრებმა შინ უპრობლემოდ, 4:0 მოუგო ბულგარეთს, ჯგუფში 18 ქულა დააგროვა და მუნდიალის საგზური მოიპოვა. იტალია კი სტუმრად 0:0 დაუზავდა ჩრდილოეთ ირლანდიას. ბოლო წუთებზე აპენინელები სულაც მარცხს გადაურჩნენ, როცა მასპინძლებს დონარუმაც მოტყუებული ჰყავდათ, მაგრამ კონორ ვაშინგტონმა სუსტად დაარტყა და მცველმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.

ინგლისის ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, იოლად მოუგო სან მარინოს და ოფიციალურად გაიფორმა კატარის საგზური. ინგლისელებმა 10 უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს, ჰარი კეინმა კი პირველ ტაიმში შეასრულა პოკერი. პლეი ოფში პოლონეთი ითამაშებს, უნგრეთთან მარცხის მიუხედავად. მესამე ჯგუფში ყველაფერი წინა ტურში გადაწყდა: დანია მუნდიალზეა, შოტლანდიას პლეი ოფი მოუწევს. 

C ჯგუფი

ჩრდილოეთ ირლანდია 0:0 იტალია

იტალია (4-3-3): დონარუმა - დი ლორენცო, ბონუჩი, აჩერბი, ემერსონი (80. სკამაკა) - ტონალი (46. კრისტანტე), ჟორჟინიო (69. ლოკატელი), ბარელა (64. ბელოტი) - ბერარდი, ინსინიე (68. ბერნარდესკი), კიეზა

შვეიცარია 4:0 ბულგარეთი

გოლები: 1:0 ოკაფორი (48), 2:0 ვარგასი (57), 3:0 იტენი (72), 4:0 ფროილერი (91)

შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი - ვილდმერი, ფრაი, შარი, მბაბუ - ზაკარია, ფროილერი - ოკაფორი (68. შტეფენი), შაჩირი, ვარგასი (79. ზექირი) - გავრანოვიჩი (68. იტენი)

F ჯგუფი

შოტლანდია 2:0 დანია

გოლები: 1:0 საუტარი (35), 2:0 ადამსი (86)

ისრაელი 3:2 ფარერის კუნძულები

გოლები: 1:0 დაბური (30), 2:0 ვეისმანი (58), 2:1 ვატნჰამარი (62), 2:2 ოლსენი (72), 3:2 პერეტცი (75)

ავსტრია 4:1 მოლდოვა

გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (4), 2:0 ტრიმელი (22), 3:0 არნაუტოვიჩი (55-პენალტი), 3:1 ნიკოლესკუ (60), 4:1 ლიუბიჩიჩი (83)

I ჯგუფი

სან მარინო 0:10 ინგლისი

გოლები: 0:1 მაგუაირი (6), 0:2 ფაბრი (15-ავტოგოლი), 0:3 კეინი (27-პენალტი), 0:4 კეინი (32), 0:5 კეინი (39-პენალტი), 0:6 კეინი (42), 0:7 სმით როუ (58), 0:8 მინგსი (69), 0:9 აბრაჰამი (78), 0:10 საკა (79)

ინგლისი (3-4-3): რემსდეილი - მაგუაირი (46. ჩილუელი), კოადი, მინგსი - ალეკსანდერ-არნოლდი, ბელინგემი, ფილიპსი (46. გალაგერი), საკა - ფოდენი (46. აბრაჰამი), კეინი (63. ჯეიმსი), სმით როუ

პოლონეთი 1:2 უნგრეთი

გოლები: 0:1 შაფერი (37), 1:1 სვიდერსკი (62), 1:2 გაზდაგი (80)

ალბანეთი 1:0 ანდორა

გოლი: 1:0 ჩეკიჩი (74)

კომენტარები

ბოლო ამბები