Thumbnail

სისხლისღვრა ქართულ ძიუდოში! დაჭრილია ერთი, დაკავებულია ლომერ ჟორჟოლიანი!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დაჭრილია ვეტერანი ძიუდოისტი
  • დაკავებულია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

ქართულ ძიუდოში დაპირისპირებას სისხლიანი გარჩევა მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციის თანასხმად, 31 მაისს, გვიან ღამით, სპორტსმენებს, რომლებიც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, ფედერაციის თანამშრომლებმა ცეცხლი გაუხსნეს. 

წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი. დაკავებულია ლომერ ჟორჟოლიანი, რომელიც ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. შსს-ში ადასტურებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

ლომერ ჟორჟოლიანი საქართველოს ნაკრებში

ლომერ ჟორჟოლიანი საქართველოს ნაკრებში

ლომერ ჟორჟოლიანი საქართველოს ნაკრებში

ლომერ ჟორჟოლიანი საქართველოს ნაკრებში

ლომერ ჟორჟოლიანი საქართველოს ნაკრებში

ლომერ ჟორჟოლიანი საქართველოს ნაკრებში

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ლომერ ჟორჟოლიანმა დაჭრა ქალაქის ცენტრალურ უბანში ყოფილი ძიუდოისტი და ამ ფაქტს ათეულობით თვითმხილველი ჰყავდა. დაჭრილი ალადაშვილის კლინაკაში მოათავსეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, კონფლიქტის დროს, ადგილზე იმყოფებოდა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და მან სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიუდოისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

შსს-ს განცხადება

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 31 მაისს, საღამოს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე პატრულირების დროს, რამდენიმე მოჩხუბარი მამაკაცი შენიშნეს. 

პატრულ-ინსპექტორები დაუყოვნებლივ შეეცადნენ მათ შორის დაპირისპირების განმუხტვას, რა დროს ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. 

გასროლის შემდეგ, ინციდენტში მონაწილე პირების ერთი ნაწილი მიიმალა, ხოლო
1985 წელს დაბადებული ლ.ჟ. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით ადგილზევე დააკავა.

ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული ორი პირი - 1990 წელს დაბადებული ლ.ყ. და 1993 წელს დაბადებული გ.გ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილი და ამოღებულია "ტე-ტე"-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გადაგზავნილია შესაბამის ექსპერტიზაზე.
იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დავით აღმაშენებლის გამზირიდან გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში მიყვანილ იქნა 1983 წელს დაბადებული ი.წ., რომელსაც, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები