Thumbnail

ფუტსალი | ამხანაგური მატჩები რუმინეთთან - მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ავთანდილ ასათიანის გუნდი რუმინელებს 16-17 ნოემბერს ეთამაშება
  • ევროპის ჩემპიონატი გაისად იანვარ-თებერვლის მიჯნაზე ჩატარდება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მზადების ფარგლებში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 16-17 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში რუმინეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ფუტსალის ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 15 მოთამაშის შემადგენლობით ემზადება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი).

წინა ხაზი: ჯანიკო გიორგაია, შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა (ყველა – თელასი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), შაგინია (პალმა, ესპანეთი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ბრუნო პეტრო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ქურდაძე (დინამო გროდნო, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ).

COVID 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, ორივე შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. თამაშები 16:00 საათზე დაიწყება, მათ პირდაპირ ტრანსლაციას კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ Youtube არხი გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ზე D ჯგუფში ითამაშებს და ესპანეთს, აზერბაიჯანსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. მეოთხედფინალის საგზურს ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები მიიღებს. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ამსტერდამსა და გრონინგენში 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები