Thumbnail
  • ლესტერი ქართველი მცველით 2018 წელს ინტერესდებოდა
  • კვერკველია ლოკომოტივში დარჩა, ახლა კი მეტალისტ-1925-ის ღირსებას იცავს

მესტალისტი-1925-ის ქართველმა მცველმა საბა კვერკველიამ უკრაინულ გაზეთ “ფუტბოლისთვის” მიცემულ ინტერვიუში ლესტერში განუხორციელებელ ტრანსფერზე ისაუბრა. 

“ინგლისელებთან მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდა. მაშინ ლოკომოტივში სასწაული სეზონი მქონდა - რუსეთის ჩემპიონები გავხდით, ლიგაში 29 მატჩი ჩავატარე, ცოტა გოლი გაუშვით და ნაკრებშიც ყველა შეხვედრაში ვითამაშე. რატომ არ გამოვიდა ლესტერში გადასვლა? საბოლოო წინადადებით არ მოუმართავთ. ყველაფერი მოლაპარაკებების ეტაპზევე დასრულდა,”- აცხადებს ქართველი მცველი ხსენებულ ინტერვიუში.

29 წლის საბა კვერკველია რუსეთის ჩემპიონი 2018 წელს გახდა, ლესტერში გადასვლის შანსიც სწორედ იმ პერიოდში ჰქონდა. საბა ლოკომოტივში დარჩა, გასული სეზონი როტორში გაატარა და ამჟამად ხარკოვული კლუბის შემადგენლობაში თამაშობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები