Thumbnail

ჰოლანდიიდან იტალიაში - მინო რაიოლამ უმცროსი კლუივერტის ტრანსფერი გაჩარხა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პატრიკ კლუივერტის შვილი კარიერას იტალიაში გააგრძელებს
  • ჯასტინი რომას ფეხბურთელი გახდება

მინო რაიოლა, დიდი ალბათობით, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და მდიდარი საფეხბურთო აგენტია. სწორედ მისი კლიენტები არიან ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა, ჯანლუიჯი დონარუმა, ჰენრიხ მხითარიანი, მარიო ბალოტელი… რაიოლას კლიენტების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს - ერთ-ერთი მათგანი კი ლეგენდარული ჰოლანდიელი თავდამსხმელის, პატრიკ კლუივერტის ნიჭიერი შვილი, ჯასტინიცაა.

ჯასტინ კლუივერტი

როგორც ირკვევა, რაიოლამ უმცროსი კლუივერტის ტრანსფერზე მუშაობა დაასრულა. გავრცელებული ცნობების თანახმად, ჯასტინ კლუივერტი ამსტერდამის აიაქსს დატოვებს და კარიერას იტალიაში გააგრძელებს. მისი ახალი კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი რომა იქნება.

Sky Sports-ის ინფორმაციით, რაიოლა და რომას სპორტული დირექტორი მონკი 19 წლის კლუივერტის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ. ახლა უშუალოდ კლუბებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას, რაც, დიდი ალბათობით, გარდაუვალია, რადგან ჯასტინს რომაში გადასვლა სურს.

რაკი პატრიკ კლუივერტის შვილს აიაქსთან კონტრაქტი კიდევ მხოლოდ 1 წლით აკავშირებს, იტალიური სპორტული მედიის ვარაუდით, რომას ეს ტრანსფერი მხოლოდ 15-დან 20 მილიონ ევრომდე დაუჯდება. გასულ სეზონში კლუივერტმა ჰოლანდიის ჩემპიონატში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები