Thumbnail

ჯოჯუას მესამე მარცხი UFC-ში, ლიანამ უშანსოდ წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლიანა ჯოჯუამ UFC-ში მეოთხე ბრძოლა გამართა
  • ქართველი მებრძოლი კარიერაში მეხუთედ დამარცხდა

ქართველმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ UFC-ში მეოთხე ბრძოლა ჩაატარა და მესამედ დამარცხდა. მისი მეტოქე ამერიკელი კორტნი ქეისი იყო, რომელსაც კარიერაში 9 მოგება და 9 მარცხი ჰქონდა.

სამწუხაროდ, 26 წლის ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც უმსუბუქეს წონით კატეგორიაში გამოდის, ბრძოლის წინ აწონვის პროცედურა წარმატებით ვერ გაიარა. მიუხედავად ამისა, ლიანა ოქტაგონზე მაინც გავიდა, თუმცა ზედმეტი წონის გამო, მეტოქისთვის ჰონორარის 30%-ის დათმობა მოუწია.

უფრო ზუსტად, ლიანა ჯოჯუას წონა 57,15 კგ-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ზედმეტი კი 1.13 კგ დაფიქსირდა. 

ქეისიმ სამივე რაუნდი სრული უპირატესობით წარმართა და მსაჯების გადაწყვეტილებით სამივე რაუნდის გამარჯვებული გახდა (30:27, 30:27, 30:27). ჯოჯუამ UFC-ში მესამე ბრძოლა წააგო. ლიანა სარა მორაშთან, მირანდა მავერიკთან და კორტნი ქეისისთან დამარცხდა.


კორტნიმ კარიერაში რიგით მე-10 გამარჯვება იზეიმა. ლიანას კი UFC-ში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს, რომელიც დიანა ბელბიტასთან მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები