Thumbnail

WhoScored-მა საქართველოსა და შვედეთის მატჩის შეფასებები გამოაქვეყნა - მატჩის გმირი, ბუნებრივია, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც დუბლი შეასრულა. მან, რა თქმა უნდა, ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო - ხვიჩამ 10-ბალიანი სისტემით 9.1 დაიმსახურა! 

თუმცა მხოლოდ კვარაცხელიამ არ მიიღო ბრწყინვალე შეფასება - 8.8 დაიმსახურა გიორგი ლორიამ, რომელმაც 8 "სეივი" მიითვალა! მესამე ადგილზეა დავით ხოჭოლავა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში საუკეთესო მატჩი ჰქონდა (ერთხელ სულაც კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი) - 8.1. 

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები

გიორგი ლორია - 8.8
ოთარ კაკაბაძე - 6.3; გურამ კაშია - 7.7; დავით ხოჭოლავა - 8.1
საბა ლობჟანიძე - 6.9; ვაკო გვილია - 7.0; ნიკა კვეკვესკირი - 7.2; ირაკლი აზაროვი - 6.8
გიორგი წიტაიშვილი - 6.9; ხვიჩა კვარაცხელია - 9.1
თორნიკე ოქრიაშვილი - 6.3
შეცვლაზე შესულები: დავით ვოლკოვი - 6.2, ზურიკო დავითაშვილი - 6.5; გრიგოლ ჩაბრაძე - 6.3; გიორგი აბურჯანია - 6.1

მეტოქის რიგებში საუკეთესო ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო, რომელსაც ხუთმა ქართველმა ფეხბურთელმა აჯობა- 7.2. ემილ ფორსბერგმა 7 ქულა მიიღო, ოლსონმა და კრაფტმა - 6.8.

ხვიჩა კვარაცხელიამ სამჯერ დაარტყა მეტოქის კარში, სამჯერვე ზუსტად. მან ერთი მნიშვნელოვანი პასი გააკეთა, რომელსაც, წესით, გოლი უნდა მოყოლოდა. მის ანგარიშზეა 4 წარმატებული დრიბლინგიც. 

კომენტარები

ბოლო ამბები