Thumbnail

ესპანურენოვანმა MisterChip (Alexis)-მა, რომელსაც "ტვიტერზე" 3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს საინტერესო ფაქტი მოიყვანა: ფეხბურთელები, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში დუბლი შეასრულეს შვედეთის ნაკრების კარში:

1993 - ერიკ კანტონა
2012 - მიროსლავ კლოზე
2013 - ანდრე შიურლე
2013 - კრიშტიანო რონალდო
2017 - არიენ რობენი
2021 - ხვიჩა კვარაცხელია

შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ მატჩში შვედეთს ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 მოუგო და ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა. ნაკრებმა შესარჩევი 7 ქულით დაასრულა.  

კომენტარები

ბოლო ამბები