Thumbnail

რაგბის კავშირი: არ ვუერთდებით აქციას, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • პარლამენტთან აქცია #ნუმომკლავ მიმდინარეობს
  • მოლოდინი, რომ ბორჯღალოსნები აქციას შეუერთდებოდნენ არ გამართლდა

აქციაზე #ნუმომკლავ ბორჯღალოსნების გამოჩენას ბარბაროსებთან მატჩის დასრულების შემდეგ ელოდნენ, თუმცა როგორც რაგბის კავშირის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი პოლიტიკური ელფერის აქციას არ შეუერთდებიან.

ძვირფასო მეგობრებო დინამოზე მიმდინარეობს დაძაბული მატჩი ბორჯღალოსნებსა და ფრანგ ბარბაროსებს შორის, რომელიც ეძღვნება...

Posted by Georgian Rugby on ხუთშაბათი, 31 მაისი, 2018

რაგბის კავშირის პოსტის გამოხმაურებების აბსოლუტური უმრავლესობა უარყოფითი კონტექსტის მატარებელია. ორგანიზაციას მცდარი პოზიციის დაფიქსირებაში ადანაშაულებენ და განცხადების წაშლისკენ მოუწოდებენ.

დინამოს სტადიონზე დასრულებული სარაგბო მატჩის შემდეგ გულშემატკივრების დიდი ნაწილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეურთდა.

დღეს, 31 მაისს ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე სასამრთლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პროკურატურასთან აქცია დაიგეგმა, რომელმაც პარლამენტთან გადმოინაცვლა მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე გადადგა.

აქციაზე #ნუმომკლავ ითხოვენ ყველა იმ პირის დასჯას, რომლებიც, მათი აზრით, ხორავას ქუჩის საქმის ფალსიფიცირებაში მონაწილეობდნენ.

დემონსტრანტებმა სხვა მოთხოვნებიც წამოაყენეს. მათ ხელისუფლებას ათ სააათამდე მისცეს ვადა იმისთვის, რომ მირზა სუბელიანი დააკავონ. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ამტკიცებს, რომ მირზა სუბელიანს საქმესთან კავშირი აქვს და ის ხელს აფარებდა ბრალდებულებს.

მთავარი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

კომენტარები

ბოლო ამბები