Thumbnail

12 ნოემბერს (05:30-ზე თბილისის დროით) NBA-ის G ლიგაში დენვერ ნაგეთსის სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში გიორგი ბეჟანიშვილის დებიუტი შედგება. გიორგის გრანდ რაპიდს გოლდი სტუმრად სიუ ფოლს სკაიფორსს შეხვდება. გოლდმა პირველი მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა. ჯეისონ ტერი სამხრეთ დაკოტაში 11 მოთამაშით გაემგზავრა, რომელთა შორის არიან NBA-ის ვეტერანი ლანს სტივენსონი (9 სეზონი), კანადელი ნიკ სტაუსკასი, რომელსაც ასევე ხუთი სეზონი აქვს NBA-ში გატარებული, ასევე პეტრ კორნელი, რომელსაც დენვერმა ორმხრივი კონტრაქტი გაუფორმა და, რა თქმა უნდა, გიორგი, რომელსაც დენვერთან კონტრაქტი არ აქვს, მაგრამ ამ კლუბთან ასოცირებულის სტატუსითაა გოლდში.

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

ბეჟანიშვილი 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და დიდი ალბათობით, სასტარტო ხუთეულშიც იქნება. შეგახსენებთ, რომ გიორგი ავსტრიის მოქალაქეა, თუმცა ის საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსს განიხილავს. NCAA-ში ბეჟანიშვილი ილინოისის მოთამაშე იყო, სამი სეზონის შემდეგ მან პროფესიული კარიერის დაწყება გადაწყვიტა. გიორგი დრაფტზე არ აურჩევიათ, თუმცა დენვერ ნაგეთსმა ის საზაფხულო ლიგაზე ათამაშა და სეზონის წინ Exhibit 10 კონტრაქტი გაუფორმა, შემდეგ კი სარეზერვო გუნდ გოლდში გაუშვა.

კომენტარები

ბოლო ამბები