Thumbnail

პსჟ-ის ქალთა გუნდის წევრი დააკავეს - მიზეზი თანაგუნდელზე თავდასხმაა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ამინატა დიალომ კონკურენტის ჩამოშორება ასე გადაწყვიტა
  • ვერსალის პოლიციამ ფეხბურთელი დღეს დილით დააკავა

პარი სენ-ჟერმენმა დაადასტურა, რომ ქალთა გუნდის ფეხბურთელი ამინატა დიალო ვერსალის რეგიონულმა პოლიციამ 10 ნოემბერს დილით დააკავა. 26 წლის ნახევარმცველი თანაგუნდელ კეირა ამრაუის თავდამსხმელებთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

4 ნოემბერს, კეირა ამრაუი ორ თანაგუნდელთან ერთად (ერთ-ერთი დიალო იყო, რომელიც მანქანას მართავდა) კლუბის მიერ მოწყობილი ღონისძიებიდან შინ ბრუნდებოდა, როდესაც ორმა ნიღბიანმა პირმა მათ ჩასაფრება მოუწყო. თავდასხმის დროს ამრაუი მანქანიდან გადაიყვანეს და რკინის ხელკეტით რამდენიმე დარტყმა მიაყენეს (ხელ-ფეხში), რის გამოც ფეხბურთელს ოპერაციები დასჭირდა.

კეირა ამრაუის თავს 4 ნოემბერს დაესხნენ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმა დაგეგმილი იყო დიალოს მიერ. დიალო და ამრაუი ორივე ერთი პოზიციის მოთამაშეები არიან და ძირითადში მოხვედრისთვის დიდი კონკურენცია ჰქონდათ. როგორც ჩანს, ამინატა დიალომ პრობლემის მოგვარება ამ გზით გადაწყვიტა.

"პარი სენ-ჟერმენი მკაცრად გმობს ჩადენილ ძალადობას. კლუბმა მიიღო ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს ქალთა გუნდის უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. პსჟ მუშაობს ვერსალის პოლიციასთან ფაქტების გასარკვევად. კლუბი დიდ ყურადღებას აქცევს პროცესის მიმდინარეობას", - ვკითხულობთ პსჟ-ს განცხადებაში. 

იმის გათვალისწინებით, რომ ნიღბიან პირებს არაფერი წაუღიათ და მათი მიზანი კეირას ჯანმრთელობის დაზიანება იყო, გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც თავდასხმა პარი სენ-ჟერმენის ქალთა გუნდში არსებული კონკურენციის გამო დაიგეგმა და განხორციელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები