Thumbnail

'მსოფლიოზე მივდივარ და ეს მაგარი ამბავია' - დავით კასრაძე

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • 14 ნოემბერს კასრა IESF-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება
  • ქართველი გეიმერი პირველ შეხვედრას 16 ნოემბერს გამართავს
  • პოპსპორტთან ინტერვიუში მან ძალიან საინტერესო თემებზე ისაუბრა

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს TEKKEN-ში ღირსეული წარმომადგენელი ჰყავს - ეს დავით კასრაძეა, რომელიც საერთაშორისო ტურნირებზეც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოიაზრება. მის საუკეთესო შედეგად ICFC-ის ყოველკვირეული ტურნირის მოგება ითვლება, სადაც ევროპის საუკათესო მოთამაშეები იკრიბებიან. მიმდინარე წელი ქართველი გეიმერისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ჯერ იყო და IESF-ის შიდა შესარჩევი ეტაპი მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი ონლაინ კვალიფიკაციის გზით მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. აღსანიშნავია, "ტეკენ ონლაინ ჩელენჯი", რომელშიც კასრა ადგილს წამყვან მოთამაშეებს შორის იკავებს.

14 ნოემბერს დავით კასრაძე ისრაელში, IESF-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება, სადაც საქართველოს ღირსებას დაიცავს. იგი ამ ტურნირზეც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ჩემპიონატში 18 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. კასრა პირველ შეხვედრას 16 ნოემბერს გამართავს. კასრაძეს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, მან 2019 წელს, სამხრეთ კორეაში ითამაშა, რომელშიც ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ ეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ ემზადება იგი ახალი გამოწვევებისთვი, რას ფიქრობს ქართული ტეკენის სცენაზე, ვინ არის მისი მთავარი გულშემატკივარი და რა რჩევებს მისცემს დამწყებ მოთამაშეებს... ამ და სხვა კითხვებს, საქართველოს ჩემპიონმა ვრცლად და საინტერესოდ უპასუხა. 


ევროპაბეთი და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია პარტნიორები ივლისში გახდნენ. ევროპაბეთის მხარდაჭერით, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ოთხ სახეობაში ჩატარდა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა გეიმერმა მოიპოვა.

კომპიუტერული სპორტის ფედერაციის გარდა, ევროპაბეთი ასევე თანამშრომლობს ნიჭიერ ქართველ ავტომრბოლელებთან, სანდრო თავართქილაძესთან და დათუნა არჯევანიძესთან, საკალათბურთო კლუბ ცხუმ-აფხაზეთთან, საქართველოს ჭადრაკის, სპორტული ნარდისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციებთან, სტრონგმენ კონსტანტინე ჯანაშიასთან და მოტომრბოლელ გიორგი გახელაძესთან. არის საფეხბურთო კლუბის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.

კომენტარები

ბოლო ამბები