Thumbnail
  • მოახლოებულ ტურნირს 27 ნოემბერს რუსეთის ქალაქი უფა უმასპინძლებს
  • ამჟამინდელი ინფორმაციით, შეჯიბრზე 10 ქართველ ძიდოისტს ვიხილავთ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა წინასწარი განაცხადი გააკეთა ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებს შორის, რომელსაც 27 ნოემბერს რუსეთის ქალაქი უფა უმასპინძლებს.

უკვე ტრადიციულად, შეჯიბრი კაცებსა (73, 90 და +90კგ.) და ქალებს (57, 70 და +70 კგ.) შორის სამ-სამ წონით კატეგორიაში წარიმართება, ფრის შემთხვევაში კი, წილისყრა ერთ წონით კატეგორიას გამოავლენს, სადაც გადამწყვეტი ორთაბრძოლა ჩატარდება.

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება.

კაცები: ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე – 73 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.) გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +90 კგ.).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე – 70კკგ.), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ.).

ამჟამინდელი ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატზე 14 ქვეყანაა დარეგისტრირებული. საქართველოს გარდა, ესენი არიან ბულგარეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისრაელი, ნიდერლანდები, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, სლოვენია და ესპანეთი.

ცნობისთვის, შერეულ გუნდებს შორის ბოლო ევროპის ჩემპიონატი 2018 წელს ასევე რუსეთში გაიმართა და მასში საქართველოს ნაკრებს მონაწილეობა არ მიუღია, ჩემპიონი კი გერმანია გახდა, რომელმაც ნიდერლანდები 4:2 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები