Thumbnail
  • 'OROS YA HADARY!'
  • რამდენი ფეხბურთელი იცით, ვისაც ნაკრებში სიძესთან ერთად აქვს ნათამაშები?
  • გახდება ეგვიპტელი მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე?

კაფრ ალ-ბატიხი პატარა სოფელია ეგვიპტის ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე, დასახლება სანაპირო ზოლზე კარგი საზამთროს წარმოებით არის ცნობილი და ეგვიტპის ნაკრების 45 წლის მეკარე - ესამ ელ-ჰადარიც დიდ გამარჯვებებს, მშობლიური სოფლის პატივისცემის ნიშნად - საზამთროთი ზეიმობს.

ელ-ჰადარი ნაკრებში 1996 წლიდან დგას და ეროვნულ გუნდში 156 მატჩი აქვს ჩატარებული. განვლილი 22 წლის მანძილზე, ბევრი რამ გამოიარა, ნაკრებთან ერთად აფრიკის თასი 4-ჯერ აქვს მოპოვებული და მისი ქალიშვილი ფეხბურთელს - მაჰმუდ ხარაბას ცოლად გაჰყვა, რომელმაც შემდეგ ელ-ჰადარისთან ერთად ნაკრებშიც ითამაშა.

ბევრმა იცის ეიდურ და არნორ გუდიონსენების ისტორია, როცა შვილმა მამა შეცვალა, მაგრამ სიძეს და სიმამრს ნაკრებში ერთად ეთამაშოთ, ასეთი რამ ელ-ჰადარიმდე ალბათ არ მომხდარა. წყვილი ერთმანეთს მალე დაშორდა და 'ჰადარიმაც' ნაკრებში სიმამრის სტატუსი დაკარგა.

საზამთროთი ზეიმის გარდა, 45 წლის კაცს ხარიხაზე აძრომა და იქ ცეკვაც უყვარს, სწორედ ასე გაჩნდა 'Oros Ya Hadary!' (იცეკვე ჰადარი!), რაც ეგვიპტელ ფანებში, გამარჯვების შემდეგ პოპულარული შეძახილია.

ელ-ჰადარიმ ეგვიპტის გარეთ პირველად 2008-09 წლების სეზონში ითამაშა, როდესაც შვეიცარიული სიონის კარს იცავდა. ალპებში, ალ-აჰლის ლეგენდამ შევეიცარიის თასი მოიგო და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. 

თუ ელ-ჰადარი, ნაკრების მაისურით, მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფის რომელიმე მატჩს ითამაშებს, ის გახდება ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი მუდნიალების ისტორიაში.

43 წლის და 3 დღის - გახსოვთ ფარიდ მონდრაგონი?

ანალოგიური ისტორია, წინა მუნდიალზე კოლუმბიელ "კიპერს" - ფარიდ მონდრაგონს უკავშირდება. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, იაპონიასთან, მონდარაგონი მინდორზე გამოჩნდა და გახდა მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე - 43 წლის და 3 დღის. კოლუმბიელმა მაშინ როჟე მილას - 1994 წლის ერკორდი დაამხო. მონდრაგონმა ნაკრებში 1993-2014 წლებში ითამაშა.

ფარიდ მონდრაგონი

 

კომენტარები

ბოლო ამბები