Thumbnail

უნიკალური სტატისტიკა წაგებულ მატჩში - კვარაცხელიას 8 დრიბლინგი და 6 პასი 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ხვიჩა კვარაცხელიას რუბინს ბოლო ორ სეზონში ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა, ლეონიდ სლუცკის გუნდი როსტოვს ესტუმრა და 1:5 განადგურდა. ამ შეხვედრაში 20 წლის ქართველმა გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც რუსეთის პრემიერ-ლიგაში მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს.

მიუხედავად კატასტროფული მარცხისა, რუსულმა მედიამ აღიარა, რომ თავად კვარაცხელიამ კარგად ითამაშა. ამას მისი სტატისტიკაც ამტკიცებს - whoscored.com-მა მას 7.6 ქულა დაუწერა 10-ბალიანი შეფასებით, რაც წაგებულ გუნდში საუკეთესო შეფასებაა და არა მარტო წაგებულ გუნდში: ხვიჩას ანგარიშზეა 6 მნიშვნელოვანი პასი (Key passes) ჰქონდა. მნიშვნელოვანი პასი არის პოტენციურად საგოლე გადაცემა, რომელიც, სავარაუდოდ, კარში დამრტყმელის გამო გოლით ვერ დასრულდა. მოკლედ, ხვიჩას 6 ასეთი პასი ჰქონდა, რომლებიც, წესით, გოლებით უნდა დასრულებულიყო. მის ანგარიშზეა ასევე 8 წარმატებული დრიბლინგი, რაც ერთ შეხვედრაში წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებელია. ხვიჩას სხვა სტატისტიკა: 2 დარტყმა (1 ზუსტი), მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ, 1 ზუსტი ჩაწოდება და 28 ზუსტი პასი (89.3% სიზუსტე). 

ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ამ სეზონში 1 გოლი და 2 საგოლე პასია

რუსეთის პრემიერ-ლიგის ამ ტურში 6 მნიშვნელოვანი პასი და 8 დრიბლინგი საუკეთესო მაჩვენებელია. პასებით მეორე ადგილზეა ახმატის დანიილ უტკინი - 5 (4 ჰქონდა ფრანგ რემი კაბელიას (კრასნოდარი), ხოლო დრიბლინგით მე-2 ადგილზეა უფას უზბეკი ლეგიონერი ოსტონ ურუნოვი - 6. 

ხვიჩა კვარაცხელია საშუალოდ 7.25 შეფასებით სეზონში 25-ე ადგილზეა. საშუალოდ 2.6 წარმატებული დრიბლინგით კი მეორეა ნიგერიელი ეჯუკეს (ცსკა) შემდეგ. 

კომენტარები

ბოლო ამბები