Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვედეთთან და უზბეკეთთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ს.კ ზესტაფონის ბაზაზე გამართულ პირველ საწვრთნელ პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ლუკა ლოჩოშვილი, ლაშა დვალი, დავით ვოლკოვი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ლორია, დავით ხოჭოლავა, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კაკაბაძე, ვაკო გვილია და ნიკა კაჭარავა გუნდს 9 ნოემბერს შეუერთდებიან და ნაკრები სრული შემადგენლობით პირველად სამშაბათს ივარჯიშებს, მერე კი ბათუმში გაემგზავრება. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო ბელგიური სერენის ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა, რომლის ნაცვლად სანიოლმა აზერბაიჯანული ზირეს თავდამსხმელი დავით ვოლკოვი გამოიძახა და ის ნაკრების დებიუტანტია. შეკრების პირველ დღეს კომენტარი საბა ლობჟანიძემაც გააკეთა:

"ვემზადებით შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ. ვფიქრობ, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ადვილი თამაში ნამდვილად არ გვექნება. ხვალიდან სრული შემადგენლობით შევიკრიბებით. ძალიან სასიამოვნოა, რომ შეხვედრას გულშემატკივარი დაესწრება, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ჩვენი სურვილია, რომ მთლიანად წელი და კონკრეტულად საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად დავასრულოთ", - თქვა საბა ლობჟანიძემ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი), ლუკა გუგეშაშვილი (დილა).

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი) საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი), ვაკო გვილია (რაკუვი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი).

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი), დავით ვოლკოვი (ზირე).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში 7 მატჩის შემდეგ 4 ქულით ბოლოსწინა, მე-4 ადგილზეა და კოსოვოს ნაკრებს ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს. ვილი სანიოლის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპს შვედეთთან მატჩით დასრულებს, წლის ბოლო შეხვედრაში კი 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთს სპარინგში გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები