Thumbnail

35 ქართული მედალი და გუნდური პირველი ადგილი ევროპის ჩემპიონატზე!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველმა ახალგაზრდებმა 14 ოქროს, 15 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
  • 1-2 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრებები იასპარეზებენ

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში. დასრულდა ახალგაზრდული ნაკრებების შეჯიბრი, რომელშიც 18-21 წლის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

საქართველოს მკლავჭიდელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ჯამში 35 მედალი მოიპოვა

ქართველი მკლავჭიდელების აქტივში 14 ოქროს, 15 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალია. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა.

1-2 ივნისს ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრებები იასპარეზებენ, ქვემოთ კი იმ ახალგაზრდა მკლავჭიდელების ჩამონათვალს გაეცნობით, რომლებმაც კონტინენტის პირველობაზე მედლები მოიპოვეს...

მარჯვენა ხელი:

გიორგი ადამაძე, გიგი მდივანი, ნოდარ ციხელაშვილი, გიორგი ფალიანი, გიორგი პაპუნაშვილი, ლევან ჩომახაშვილი, ლევან დავითაშვილი, დათო ჯიშკარიანი, ლევან საკაშვილი, შალვა ზურაბაშვილი, ვალიკო იჩკიტი, გოჩა სიჭინავა, ირაკლი ზირაქაშვილი, ნუგზარ ჭიკაძე, ვახტანგ ლაბაძე, გიორგი მელიქიშვილი, თორნიკე გიგაური, ნიკოლოზ სისვაძე

მარცხენა ხელი:

გიორგი ადამაძე, ნოდარ ციხელაშვილი, გიორგი ფალიანი, გიორგი ამბროლაძე, ნოდარ ქევხიშვილი, ოთარ მამუჩარაშვილი, ლევან დავითაშვილი, მიხეილ გოგიჩაშვილი, გიგა კოდუა, დათო ჯიშკარიანი, შალვა ზურაბაშვილი, თენგიზ ნაცვლიშვილი, ბეთქილ ონიანი, ნიკა ბრაგვაძე, ვახტანგ ლაბაძე, გიორგი მელიქიშვილი, თორნიკე გიგაური

კომენტარები

ბოლო ამბები