Thumbnail

U23 ევროპის ჩემპიონატი | ალეკო მამიაშვილი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაწყებულ 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს პირველი მედლები გათამაშდება, საქართველოს ნაკრებს კი 2 მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ჩემპიონობისთვის იბრძოლებს ალეკო მამიაშვილი (73 კგ.), რომელმაც ბულგარელ მარკ ჰრისტოვს, ბელარუს რუსლან ჰალავაჩოუს, უნგრელ დანიელ შეგედისა და მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა და გადამწყვეტ შეხვედრაში რუს მეტოქეს შეერკინება.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს გიორგი თუთაშვილს (66 კგ.), მან ავსტრიელი მარიო ვაისინგერი, აზერბაიჯანელი ელჩინ ჰუსეინოვი და ისრაელის ნაკრების წარმომადგენელი ამიტ ბობოვიჩი დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუმინელ ლუჩიან ბორს დუმიტრესკუსთან წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში თუთაშვილის მეტოქე ფრანგი ორლანდო კაზორლა იქნება.

დღესვე ტატამიზე საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებიც გავიდნენ, თუმცა, მათ წარუმატებლად იასპარეზეს. მოულოდნელი იყო გუნდის ლიდერის ეთერ ლიპარტელიანის (57 კგ.) მარცხი გერმანელ სეია ბალჰაუსთან, ნატალია ყიფშიძე (48 კგ.) კი ასევე გერმანელ სარა იშტს ვერ გაუმკლავდა.

ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები