Thumbnail
  • ჯაბა პაპინაშვილმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ალბერტ ოგუზოვი დაამარცხა
  • ხვალ ბაქოს ტურნირზე კიდევ 3 ქართველი ძიუდოისტი გამოვა

23 წლის ქართველი ძიუდოისტი ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.) აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა. პაპინაშვილი ფინალში რუსეთის ნაკრების წარმომადგენელ ალბერტ ოგუზოვს დაუპირისპირდა, მეტოქე ვაზარიზე დასცა და უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ დილის სესიაში ჯაბამ 3 გამარჯვება იზეიმა: საწყის რაუნდში უკრაინელ კირილ სამოტუგს მოუგო იპონით, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აგაიევს მტკივნეული ილეთით აჯობა, ნახევარფინალში კი მონღოლ სუმიაბაზარ ენხტაივანთან ვაზარი მიითვალა.

დღესვე ტატამიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კიდევ 2 წარმომადგენელი გავიდა, თუმცა, მათ კვარცხლბეკზე ასვლა ვერ მოახერხეს. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარუმატებლობა ვაჟა მარგველაშვილსა და ბაგრატ ნინიაშვილს შეემთხვათ.

შაბათს, 6 ნოემბერს ბაქოს გრანდ სლემზე კიდევ სამ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. ჯუმბერ მელაძე (73 კგ.) ტურნირში ბრაზილიელ გუსტავო სიკუეირასთან შეხვედრით ჩაებმება და წარმატების შემთხვევაში, რუს მახმადბეკ მახმადებკოვთან დაპირისპირება ელის.

2 წარმომადგენელი გვყავს 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში. გიგა გიგაური აზერბაიჯანელ ჰასილ ჯაფაროვს შეერკინება და თუკი მოიგო, ძალებს ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილთან მოსინჯავს. თორნიკე ფოლადიშვილი უზბეკ სუხრობ ტურსუნოვს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, თურქ ვედატ ალბაირაკს გაეჯიბრება, რომელიც სინამდვილეში ქართველი ვანო რევაზიშვილია.

კომენტარები

ბოლო ამბები