Thumbnail
  • მოსკოვის ცსკა ევროლიგის მე-8 ტურში ფენერბაჰჩეს მასპინძლობს
  • თორნიკე შენგელიამ თავის და გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა

მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ტრავმის შემდეგ მოედანს ახლახან დაუბრუნდა, ევროლიგაში ფენერბაჰჩესთან გასამართი მატჩის წინ კლუბის პრესსამსახურს თავისი მოლოდინი გაუზიარა. 30 წლის ფორვარდმა თავის ფორმაზეც ისაუბრა.

"მზად ვარ. ყველა ტესტს კარგი შედეგი ჰქონდა. ასე რომ, ვითამაშებ. გუნდის წარუმატებელი სერია მხოლოდ გვაძლიერებს. გუნდის თითოეული მოთამაშე უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს იმაზე, რომ ჩვეულებრივზე მეტი გააკეთოს. როდესაც მსგავსი რამ სეზონის დასაწყისში ხდება, ის ჩვენს სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ, დადებითი მომენტები გამოვყოთ. კედელთან ვართ, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა დავინახოთ, როგორ შევძლებთ რეაგირებას. 

ფენერბაჰჩე ყველამ იცის. ცხრილში მდგომარეობის მიუხედავად, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. თამაშების უმეტესობაში, რომლებიც მათი წაგებით დასრულდა, ყველაფერს ბოლო სროლა წყვეტდა და სხვაობა 2 ან 4 ქულა იყო. ეს ნიშნავს, რომ ისინი კარგ ფორმაში არიან, ბოლომდე დაიხარჯებიან. ჩვენც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და წუთითაც არ უნდა მოვდუნდეთ", - ამბობს თორნიკე ცსკა-ს პრესსამსახურთან

შენგელიამ ტრავმის შემდეგ პირველად VTB ლიგაში, კალევთან ითამაშა

მოსკოვის ცსკა-მ ყველა ტურნირში ზედიზედ სამი თამაში წააგო - ორი ევროლიგაში და ერთიც VTB ლიგაში. რუსული კლუბი ევროლიგის რეგულარულ ჩემპიონატში, სადაც ჩატარებულ 7 მატჩში 4 მოგება და 3 მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას შინ თურქულ ფენერბაჰჩესთან (2 მოგება, 5 წაგება) 4 ნოემბერს ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები