Thumbnail

თავისუფალი ჭიდაობა | შემადგენლობა 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებს. გუნდის მთავარი მწვრთნელის ზურაბ ჭიღლაძის გადაწყვეტილებით, საქართველო ტურნირში სრული შემადგენლობით ანუ ათივე წონით კატეგორიაში იქნება წარდგენილი.

რამაზ თურმანიძე (57 კგ.), თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ.), ივერიკო ჯულაყიძე (65 კგ.), გიორგი ელბაქიძე (70 კგ.), თემურ ბერუაშვილი (74 კგ.), გოგა მამიაური (79 კგ.), დემურ მეგენეიშვილი (86 კგ.), ლუკა ხუჭუა (92 კგ.), ზურიკო ურთაშვილი (97 კგ.), სოლომონ მანაშვილი (130 კგ.). 

ცნობისთვის, შარშან 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობა კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარებულა, 2019 წელს კი საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების მონაგარი 3 მედალი იყო. ჩემპიონები მირზა სხულუხია (70 კგ.) და ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ.) გახდნენ, გიორგი სულავა (74 კგ.) კი ბრინჯაოს დაეუფლა. გუნდურ ჩათვლაში საქართველო მე-4 ადგილზე გავიდა რუსეთის, ირანისა და აზერბაიჯანის შემდეგ.

23-წლამდე ბერძენ-რომაელთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილი დაიკავა

შეგახსენებთ, რომ ბელგრადშივე გუშინ დასრულდა 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა რუსეთისა და ირანის კვალად მე-3 გუნდური ადგილი დაიკავა. ოქროს მედლებს დაეუფლნენ ლერი აბულაძე (63 კგ.) და აივენგო რიკაძე (82 კგ.), ხოლო ფრიდონ აბულაძემ (60 კგ.) ბრინჯაო მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები