Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-4 ტურის ორი მატჩი გაიმართა - მილანმა "სან სიროზე" პორტუს უმასპინძლა, ხოლო მადრიდში რეალი დონეცკის შახტარს ეთამაშა.

მილანში ტაიმი სტუმრებმა ლუიშ დიაშის გოლით მოიგეს, რომელმაც გრუიჩის პასით ისარგებლა. 61-ე წუთზე მილანმა პორტუს მცველის ავტოგოლის წყალობით გაათანაბრა 1:1. ეს მილანის პირველი ქულაა ჩემპიონთა ლიგაზე, პორტუს 5 ქულა აქვს. ამ ჯგუფში ლივერპული ატლეტიკოს მასპინძლობს და ეს დღის მთავარი დაპირისპირებაა. 

მადრიდში მასპინძლებმა მალევე გახსნეს ანგარიში ვინისიუსის პასით ქარიმ ბენზემამ შახტარის დაცვის კატასტროფული შეცდომით ისარგებლა, თუმცა ფერნანდომ ანგარიში გაათანაბრა. მე-2 ტაიმში რეალი ისევ ბენზემამ დააწინაურა კაზემიროსა და ვინისიუსის შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ - 2:1. რეალი 9 ქულით ლიდერობს, შახტარი ქულით ბოლოა. ამ ჯგუფში შერიფი ინტერს მასპინძლობს

B ჯგუფი

მილანი 1:1 პორტუ

გოლები: 0:1 ლუიშ დიაში (6), 1:1 მბემბა (61. ავტოგოლი)

მილანი (4-2-3-1): ტატარუშანუ - კალაბრია (46. კალულუ), ტომორი, რომანიოლი, ტეო ერნანდესი - ტონალი (68. კესიე), ბენასერი - სალემაკერსი, ბ. დიასი (68. კრუნიჩი), ლეაო (85. მალდინი) - ჟირუ (76. იბრაჰიმოვიჩი)

პორტუ (4-4-2): დიოგო კოშტა - ჟოაო მარიო, პეპე, მბემბა, სანუსი - ოტავიო (86. ტ. მარტინესი), გრუიჩი, ოლივეირა (69. ვიტინია), ლ. დიაში (79. ბ. კოშტა) - ევანილსონი (79. კონსეისაო), ტარემი 

D ჯგუფი

რეალი 2:1 შახტარი

გოლები: 1:0 ბენზემა (14), 1:1 ფერნანდო (39), 2:1 ბენზემა (61)

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი (66. ნაჩო), მილიტაო, ალაბა, მენდი - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ლუკას ვასკესი, ბენზემა (80. იოვიჩი), ვინისიუსი 

შახტარი (4-1-4-1): ტრუბინი - დოდო, მარლონი, მატვიენკო, ისმაილი - სტეპანენკო (80. სუდაკოვი) - ტეტე (80. მარლოში), მაიკონი, ალან პატრიკი (80. ანტონიო), მუდრიკი (71. სოლომონი) - ფერნანდო (86. დეტინიო)

კომენტარები

ბოლო ამბები