Thumbnail

ორი მედალი - ალახვერდოვი და გურული მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბელგრადში მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს
  • სახილ ალახვერდოვმა და ლაშა გურულმა 1/4 ფინალში გაიმარჯვეს

25 ოქტომბერს დაიწყო და 6 ნოემბერს დასრულდება მსოფლიოს ჩემპიონატი სამოყვარულო კრივში, რომელსაც ბელგრადი მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებს უკვე გარანტირებული აქვს, მინიმუმ ორი მედალი. 

1/4 ფინალში ლაშა გურულმა (67 კგ) მისთვის ცუდად მინდინარე ორთაბრძოლა შეატრიალა და კუბელი ბაზან ბრაუნი დაამარცხა - 3:2. სამწუხაროდ, შესაძლოა, ლაშამ ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ვეღარ გააგრძელოს და ბრინჯაოს მედალს დასჯერდეს. 


48 კილო წონით კატეგორიაში მეოთხედფინალი ძალიან იოლად მოიგო სახილ ალახვედროვმა ყირგიზი მარიან ტურკბაი დაამარცხა და ნახევრფინალში გავიდა. 

შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ ოჩიგავასა და ბექა ლობჟანიძის ხელმძღვანელობით, ტურნირზე სახილ ალახვერდოვი (48 კგ.), ნოდარ დარბაიძე (51 კგ.), არტიუშ გომციანი (60 კგ.), ლაშა გურული (67 კგ.), გიორგი ხარაბაძე (75 კგ.), არტიომ იორდანიანი (86 კგ.) და გიორგი ჭიღლაძე (92 კგ.) ასპარეზობდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები