Thumbnail

განახლებული ევროპალიგა | უეფამ ტურნირს ჰიმნი, ბურთი და ლოგოტიპი შეუცვალა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უეფამ ახალი სეზონის წინ ევროპალიგას რებრენდინგი ჩაუტარა

უეფამ სეზონის სტარტამდე ევროპალიგის რებრენდინგი განახორციელა. ტურნირს ახალი ჰიმნი და ოფიციალური ბურთი (მწარმოებელი Molten) ექნება, შესამჩნევი ცვლილებებია ტურნირის ლოგოტიპზეც.

"მთავარი ელემენტები - ფერი და ლოგოტიპი, უცვლელი დარჩა, მაგრამ ვიზუალურმა გამოსახულებამ უფრო თამამი და მკაფიო შტრიხები შეიძინა. "ენერგიის ტალღამ", რომელიც გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს შორის კავშირს გამოხატავდა, ადგილი ტეხილ ხაზებსა და ფიგურებს დაუთმო, რომლებიც ვიზუალურად აღნიშნავენ კლუბების მთელ ევროპაში მოგზაურობას", - ნათქვამია უეფას ოფიციალურ პრესრელიზში.

უეფა რანგით მეორე ევროპულ საკლუბო ტურნირს - ევროპალიგას 2009/10 წლების სეზონიდან ატარებს. მანამდე ტურნირს უეფას თასი ერქვა, რომელიც 1971/72 წლების სეზონიდან იმართებოდა.

ევროპალიგის 2017/18 წლების სეზონის გამარჯვებული მადრიდის ატლეტიკო გახდა.

ევროპალიგის 2018/19 წლების სეზონის ფინალური შეხვედრა მომავალი წლის 29 მაისს, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება.

ახალი ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის ჩიხურა, თბილისის დანამო და სამტრედია ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები